მიჩიგანში მშვენიერი და მზიანი დღე იყო, როდესაც ჯერად კლუტინგს ქუჩაში თავს დაესხნენ და 1700 დოლარად შეფასებული ლუი ვიტონის ჩანთა მოსთხოვეს. 3 გასროლის მიუხედავად, ჯერადმა საყვარელი აქსესუარი არ დათმო. როგორც მოგვიანებით პრესასთან დიალოგში აღნიშნა, ჩანთის საყიდლად ძალიან ბევრი იმუშავა და სურს, რომ ცხოვრების ბოლომდე ფლობდეს.

ჯერადი და თავისი საყვარელი ლუი ვიტონის ჩანთა

„ვსეირნობდი, როდესაც მძარცველმა ბენდენა ჩამოიცვა, იარაღი დამიმიზნა და ჩანთა მომთხოვა. შევეკამათე და ვუთხარი, რომ ამ ჩანთას ვერ დავთმობდი, რის შემდეგაც გაისროლა. გავუმეორე, რომ ჩანთას ვერ მივცემდი, მეორეჯერაც გაისროლა. გამოვიქეცი! მესამე გასროლის შემდეგ შემეშინდა, რადგან უკვე ზურგით ვიყავი. ეს ჩემი საყვარელი ჩანთაა, მის შესაძენად ფულს დიდი ხანი ვაგროვებდი. 1700 დოლარი გადავიხადე.“

პოლიციამ შემთხვევაზე 22 წლის კრისტიან სტივენი დააკავა.