ნიუ-იორკელმა დიზაინერმა მაიკლ კორსმა “რამდენიმე ეტაპიანი” ციფრული ჩვენება დააანონსა, რომელიც ბროდვეის მიეძღვნება და ბრენდის 40 წლის იუბილეს აღნიშნავს. 2021 წლის 20 აპრილისთვის დაგეგმილი ღონისძიება ნიუ-იორკის დროით დილის 9 საათზე დაიწყება და მასში შევა თავად მაიკლის მიმართვა ნიუ-იორკის თეატრის უბნიდან. ჩვენებით დიზაინერი გეგმავს მხარი დაუჭიროს მშობლიურ უბანსა და ბროდვეის, რომელიც პანდემიის დროს ძალიან დაზარალდა. კორსმა ასევე დააანონსა, რომ გადარიცხავს თანხას The Actor’s Fund-ში, რომელიც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს მსახიობებს ამ რთულ დროს.

“როდესაც 21 წლის ვიყავი და კარიერას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ 40 წლის შემდეგ აქ ვიქნებოდი”, ამბობს დიზაინერი. “ძალიან გამიმართლა, რომ ვაკეთებ იმას რაც მიყვარს მთელი ცხოვრების განმავლობაში და ახლა მსურს მხარი დავუჭირო მათ, ვინც ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშეს – ნიუ-იორკის თეატრალურ საზოგადოებას. ჩემთვის ამაღელვებელია გაგიზიაროთ ახალი კოლექცია, რომელიც აღნიშნავს კომპანიის 40 წლის იუბილესა და ქალაქს, რომელმაც შემქმნა, როგორც დიზაინერი”.

Wondernet

შეგახსენებთ, რომ მაიკლ კორსი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი დიზაინერია, რომელმაც გადაწყვიტა ნიუ-იორკის მოდის კვირეულის 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონი გამოეტოვებინა.

.