ანონსიდან 2 თვის შემდეგ, ლედი გაგას ახალი კოსმეტიკური ბრენდი Haus Laboratories გაყიდვაშია. ჰაუსის სილამაზის ბიზნესში გამოჩენას ვარსკვლავი Allure -ს ახალი ფოტოსესიით და პირველი კოლაბორაციით აღნიშნავს.
Allure 2019 წლის ოქტომბერი: ლედი გაგა დანიელ ჯექსონის ობიექტივში. ყდაზე და ფოტოსესიაში მომღერალს და მსახიობს საკუთარი კოსმეტიკური ბრენდის პროდუქცია ამშვენებს.
სილამაზის ინდუსტრიის ტემპის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ მხოლოდ 2 თვეში ლედი გაგა თავის პირველ კოლაბორაციას გვთავაზობს. Haus Laboratories და Face Lace თვალის პროდუქტებზე სამუშაოდ გაერთიანდნენ. ბრენდი Face Lace პასუხისმგებელია გაგას საკულტო მაკიაჟის ლუქებზე, მათ შორის მომღერლის სუპერთასის წარმოდგენის სასცენო მაკიაჟზე. თანამშრომლობა მოიცავს თვალის სტიკერებსაც, რომელიც ნიღბის ეფექტს ქმნის. სარეკლამო ფოტოებში თავად ლედი გაგას ვხედავთ.
Haus Laboratories -ის შეძენა შესაძლებელია ამაზონზე.