„უკანასკნელი, რაც მსოფლიოს სჭირდება, კიდევ ერთი სილამაზის ბრენდია“ ამ სიტყვებით იწყება ლედი გაგას სილამაზის ბრენდის პირველი სარეკლამო რგოლი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. გავლენიანმა გამოცემამ, The Business of Fashion – მა ლედი გაგას ახალი წამოწყების შესახებ ინფორმაცია ექსკლუზიურად გაავრცელა. ბრენდს სახელია HAUS LABORATORIES. წინასწარ შეკვეთა 15 ივლისიდან იქნება შესაძლებელი, უშუალოდ ფლობა – სექტემბრიდან. BOF – მა გამოაქვეყნა პირველი ფოტო სარეკლამო კამპანიიდან, რომელზეც ლედი გაგაა გამოსახული.