კრის ჯენერი, კარდაშიან-ჯენერების მენეჯერი, კოსმეტიკური ხაზის გამოშვებას გეგმავს. მან დააპატენტა დასახელებები “Kris Jenner Beauty”, “Kris Jenner Skin” და “Kris Jenner Skincare”, ასევე, ოფიციალურ დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ჯენერის კოსმეტიკურ ხაზში დეკორატიული კოსმეტიკისა და კანის მოვლის საშუალებების გარდა ასევე შევა პროდუქტები თმისა და ფრჩხილებისთვის. კრის ჯენერს ჯერ-ჯერობით აღნიშნული სიახლე არ დაუანონსებია და არ დაუკომენტარებია.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2021/02/41663608-a17f-4181-9e31-7a66bad75ebf_sf-1024x535.jpg)
შეგახსენებთ, რომ კრისის ხუთივე შვილი საკუთარ ბიზნესს აწარმოებს, მათ შორის 2 – კიმი და კაილი კოსმეტიკურ ბიზნესში არიან, KKW და Kylie Cosmetics/Kylie Skin სელებრითების მიერ დაარსებულ ბიუთი კომპანიების ტოპ 10-ში შედიან. კენდალ ჯენერმა ახლახანს დააარსა ტეკილას მწარმოებელი კომპანია, ქლოი კარდაშიანმა, ემა გრიდთან ერთად, შექმნა ტანსაცმლის კომპანია – Good American, ხოლო კორტნი კარდაშიანს აქვს ვებ-საიტი “Poosh” ცხოვრების სტილისა და მენტალური ჯანმრთელობის თემების შესახებ .