ამერიკელი სელებრითი კიმ კარდაშიანი Forbes-ის მილიარდერების სიას შეუერთდა, ინფორმაციას აღნიშნული გამოცემა ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ კიმს ორი წარმატებული კომპანია:KKW Beauty და SKIMS აქვს, რომელიც მსოფლიოს გარშემო არის გაყიდვაში, SKIMS კი ახლახანს გაფართოვდა და არაბულ ბაზარზე ოფიციალურად გამოჩნდა.

(c) Pagesix.com

Forbes-ის სიაში კიმი პირველად 2011 წელს მოხვდა, ინსტაგრამზე 6.6 მილიონი გამომწერით, რაც მაშინ ოდნავ ჩამორჩებოდა ბარაკ ობამას გამომწერთა რაოდენობას. 5 წლის შემდეგ, ის Forbes-ის ყდაზე მოხვდა მას შემდეგ, რაც ერთ წელიწადში, 51 მილიონი ონლაინ თამაშის მეშვეობით გამოიმუშავა. ახლა კი, ის ოფიციალური მილიარდერია. აღსანიშნავია, რომ მისი ქონება გასული წლის ოქტომბერში 780$ მილიონი იყო.

KKW Beauty ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა, 300 ათასი კონტურინგის ნაკრებით და ჩაშვებიდან მხოლოდ 2 საათში, მთლიანი მარაგი ამოიყიდა. ახალი პროდუქტების გამოშვების შემდეგ, სულ რაღაც ერთ წელში, კომპანიის შემოსავალმა 100 მილიონი შეადგინა. SKIMS-ის ისტორია კი 2019 წელს დაიწყო და 2021 წლისთვის კომპანიის შემოსავალმა 500 მილიონი შეადგენა.