იაპონელი დიზაინერი, მოდის სახლ KENZO-ს დამფუძნებელი კენზო ტაკადა 4 ოქტომბერს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც მისმა ოფიციალურმა წამორმადგენლებმა დაადასტურეს, დიზაინერი COVID-19-ით იყო ინფიცირებული და გარდაცვალების მომენტში, პარიზში მდებარე ამერიკულ საავადმყოფოში იმყოფებოდა.

კენზო ტაკადა ცნობილი იყო თავისი ფერადი და ყვავილოვანი პრინტებით. ის იყო ერთ-ერთი პირველი იაპონელი დიზაინერი, რომელმაც პარიზის მოდის სცენაზე აღიარება მოიპოვა. დიზაინერი მე-20 საუკუნის 60-იან წლებში, პარიზში დასახლდა და თავისი კარიერის განმავლობაში, საცხოვრებელი არასდროს შეუცვლია.

1970 წელს, პარიზში 6 წლიანი ცხოვრების შემდეგ, კენზო ტაკადამ თავისი სახელობის ბრენდი – KENZO დააარსა. 1983 წელს, ბრენდს მამაკაცის ხაზი დაემატა, 80-იანების მიწურულს კი, გაჩნდა ყოველდღიური სპორტული ხაზებიც – Kenzo Jeans და Kenzo Jungle. 1993 წელს, კენზო ტაკადამ თავისი ბრენდი მოდის უმსხვილეს კონგლომეტრატს – LVMH-ს მიჰყიდა, 6 წლის შემდეგ კი მოდის ინდუსტრია დატოვა. თავისი კარიერის განმავლობაში, კენზო ტაგადამ დაახლოებით 8,000 კოსტიუმი შექმნა.