კარა დელევინი ამერიკელი დრეგ ქუინის, რუპოლის პოდკასტის სტუმარი იყო. კარა 2016 წლიდან ღიად საუბრობს თავის სექსუალურ ორიენტაციაზე. გამონაკლისი არ არის ახალი ინტერვიუ.

„მე დები მყავს, მაგრამ ძალიან ბევრ დროს მარტო ვატარებდი. წიგნები და ფილმები ჩემთვის საოცრება იყო. დისნეის ზღაპრებიდან ბევრი რამ ვისწავლე. ვფიქრობდი, დისნეის ყველა პრინცესას კაცი უყვარს, უბრალოდ ასეა და მე ვერ ვიქნები პრინცესა,თუ, ხომ ხვდებით რასაც ვგულისხმობ? ამიტომაც საკუთარი სექსუალური ორიენტაციის მიღება არასდროს მინდოდა.”

კარას თქმით, მამაკაცები კვლავ არ იზიდავს, თუმცა როგორც ადრე განმარტა, ეს არ ნიშნავს, რომ გეია. უშვებს, რომ ხვალ შეიძლება მამაკაცი შეუყვარდეს.მას უბრალოდ იზიდავს ის, ვინც იზიდავს და ცხოვრების ამ ეტაპზე კვლავ ქალებით არის გატაცებული. დელევინმა რომანტიკულ ურთიერთობებში თავის ბუნებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოველთვის უფრო მეტ სიყვარულს გასცემს, ვიდრე იღებს.

„ვიცი როგორი რთულია ურთიერთობებში სიამოვნების და სიყვარულის მიღება, ამიტომ სიყვარულის გაცემაში ძალიან კარგი ვარ. უფრო მეტ სიყვარულს გავცემ, ვიდრე ვიღებ, ასე ვარ სექსშიც.”

კარა ამჯერად პოპულარული სერიალის “პატარა საყვარელი მატყუარების” ვარსკვლავს, ეშლი ბენდონს ხვდება.