კარდაშიანების კლანის ყველაზე მდიდარი წევრი, კაილი ჯენერი 2018 წელს მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი გახდა. კაილის შემოსავლებზე დიდი გავლენა სილამაზის ბრენდმა იქონია. ტუჩსაცხებით დაწყებული ბიზნესი, რომელიც მეტწილად თინეიჯერ გოგონებზე იყო გათვლილი, ძალიან მალე გაფართოვდა. როგორც ჩანს, ჯენერი გაჩერებას არ აპირებს და ბრენდის გლობალურ ფენომენად ქცევა სურს, რაშიც მხოლოდ კარდაშიანების რესურსი არ კმარა. რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი, რომ კაილიმ საკუთარი კოსმეტიკური კომპანიის 51% Coty -ს მიჰყიდა.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2019/11/960x0-805x1024.jpg)
ჯენერი კვლავ დარჩება თავისი ბრენდის მთავარ სახედ, თუმცა საკონტროლო პაკეტი Coty – ს ხელში გადავა. შეთანხმება 600 მილიონ დოლარზე შედგა. კაილი მთლიან თანხას 2020 წელს მიიღებს, როდესაც გაყიდვის პროცესი დასრულდება.