ჭორები ბრედლი კუპერისა და ირინა შეიკის დაშორების შესახებ მართალი აღმოჩნდა. 4 წლიანი ურთიერთობის შემდეგ რუსი ტოპ მოდელი და ამერიკელი მსახიობი ერთმანეთს დაშორდნენ. ინფორმაციას “People” ავრცელებს. ოჯახთან დაახლოებულმა პირმა ჟურნალს განუცხადა, რომ ირინა და ბრედლი “მათი ქალიშვილის ლეას მეურვეობის განაწილებაზე მუშაობენ”. ლეა 2017 წელს დაიბადა.

GETTY IMAGES

სიახლე მას შემდეგ გავრცელდა, რაც ირინა შეიკი პაპარაცებმა ნიშნობის ბეჭდის გარეშე შენიშნეს და ცნობილი გახდა, რომ მოდელი კუპერის სახლიდან გადავიდა.

გუშინ E!-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკვე დიდი ხანია, რაც მათ შორის პრობლემები იყო და მხოლოდ შვილის გამო რჩებოდნენ ერთად.

Getty Images