თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონი 31 ოქტომბერს გაიხსნება და 4 ნოემბერს დაიხურება. ქართველი დიზაინერები ჩვენებებს თბილისის საკონცერტო დარბაზში გამართავენ.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2019/10/71347228_387377858869153_1026108651121931447_n1-819x1024.jpg)
ჯერჯერობით სხვა დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა 3 ოქტომბერს ინსტაგრამზე გაჩნდა ახალი პროფილი: @bicholla-official. როგორც აღწერიდან ვიგებთ, ბიჭოლამ საკუთარი სახელის ქართული ბრენდი შექმნა.
Coming Soon… ბიჭოლამ ინსტაგრამით 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია დაანონსა. სავარაუდოა, რომ თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულზე ბიჭოლას დებიუტი შედგება, თუმცა დადასტურებული ჯერ არ არის.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2019/10/71527670_1201140290069730_5982812246474228875_n1-1024x1024.jpg)