ვოგის საიტზე მარკეზას 2020 წლის რესორტ კატალოგი გავრცელდა. ამერიკული ბრენდის ახალი კოლექცია თათია ახალაიამ მოირგო. ქართველმა მოდელმა მარკეზასთან პირველად წელს ითანამშრომლა. თათია ბარსელონაში მარკეზას საპატარძლო კაბების შოუზე 2 ლუქით გამოვიდა.
Marchesa Resort 2020
მარკეზა ჯორჯინა ჩემპენმა და კარენ ქრეიგმა 2004 წელს ნიუ-იორკში შექმნეს. მას შემდეგ ბრენდი ვარსკვლავებში პოპულარობით სარგებლობს. 2010 წელს ოსკარის დაჯილდოებაზე სანდრა ბალოკი მარკეზას კაბით გამოჩნდა. კრიტიკოსებმა სანდრა ერთ-ერთ საუკეთესოდ ჩაცმულ ვარსკვლავად აღიარეს. იმ საღამოს ბალოკმა საუკეთესო ქალის მსახიობის ჯილდოც მოიგო.
კატალოგი სრულად – Vogue