ერთ თვიანი მოდური მარათონის დაწყებამდე 2 დღე რჩება. გაზაფხული/ზაფხული 2020 სეზონის ჩვენებების 6 სექტემბერს ნიუ-იორკში აიღებს სათავეს, რომელსაც შემდგომ ლონდონისა და მილანის მოდის კვირეულები მოყვება და პარიზის მოდის კვირეულით დაგვირგვინდება.

ამერიკელმა დიზაინერმა, ზაკ პოზენმა გადაწყვიტა საკუთარი გაზაფხული/ზაფხული 2020 კოლექცია ამ სეზონზეც ლუქბუქის სახით წარედგინა, რომელშიც კანადელი მოდელი, ვინი ჰარლოუ მონაწილეობს. პოზენს 2017 წლის შემდეგ საკუთარი კოლექციები ჩვენების სახით აღარ წარუდგენია.

პოზენი ნიუ-იორკის ბალეტის მოდის გალასთვის კოსტიუმების შექმნაზე მუშაობს, რაც კოლექციაზეც აისახა, რომელიც ჰაეროვანი და დინამიური სილუეტებით გამოირჩევა.

ზაკ პოზენი გაზაფხული/ზაფხული 2020

ფოტოგრაფი: სტივენ სებრინგი
მოდელი: ვინი ჰარლოუ