ვიქტორია სეკრეტმა ახალი კოლექციისთვის ბრიტანელ დიზაინერთან, ემილი ბენდელთან ითანამშრომლა. კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა კოლექცია, რომელსაც  “Bluebella Collection” დაარქვეს. თეთრეული ამერიკაში და ბრიტანეთში სპეციალურად შერჩეულ 7 მაღაზიაში გაიყიდება.

ახალ თანამშრომლობასთან დაკავშირებით გავრცელდა სარეკლამო კამპანიაც, რომელშიც 4 მოდელი იღებს მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ “Bluebella Collection” არ არის ვიქტორია სეკრეტის ძირითადი სარეკლამო კამპანია, კოლექცია ბრენდის სახელის ქვეშ შეიქმნა და მოდელების შემადგენლობაც VS – ის გუნდის შერჩეულია.

კამპანიაში ვხედავთ ტრანსგენდერ მოდელ May Simón Lifschitz -ს და პლუს ზომის მოდელ Ali Tate Cutler – ს. მათ გვერდით კი შავკანიანი და აზიელი გოგონები პოზირებენ.

ვიქტორია სეკრეტის წარმომადგენელს გოგონების კონტრაქტებზე კომენტარი არ გაუკეთებია. შესაბამისად, უცნობია მათ ვიხილავთ თუ არა VS – ის სხვა სარეკლამო კამპანიებშიც, ან თუნდაც ანგელოზის სტატუსით.