ჯორჯო არმანი

wwd.com

ზოგადად ძალიან პრაგმატული ვარ, თუმცა ვფიქრობ რომ რალობა წარმოსახვიდან იბადება. ძალიად დიდი შრომის, გამძლეობისა და სიჯიუტის შედეგად წარმოსახვა რეალობად იქცევა და ასეთ დაუცველობისა და შიშის მომენტებში, როდესაც მსოფლიო, როგორსაც მას ვიცნობდით, იფშვნება, როდესაც სისტემები ინგრევა, ჩემი აზრით სავალდებულოა ადაპტაცია, გაუმჯობესება და მოდის ფასეულობის შეცვლა, სადაც უპირატესობა მიენიჭება შემადგენლობას და არა ვიზუალს, პროდუქტს და არა კომუნიკაციას. ფრთხილი და ჭკვიანური შენელება ერთადერთი გამოსავალია სიტუაციიდან. ცოტათი გაგვაღარიბებს თუ არა ეს ყველაფერი? ალბათ. თუმცა ეს უფრო დიდ იდეას ემსახურება. სიხარბე ადამიანში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თვისებაა და ის ყველამ გვერდით უნდა გადავდოთ.

ჩვენს სამსახურს მისი ნამდვილი ღირებულება უნდა დავუბრუნოთ და ვცეთ პატივი ყველა მონაწილეს, მე, ჩემს შემოქმედებით გუნდს, ატელიეებს და ქარხნებს, რომლებსაც ყველაფერი სიცოცხლეში მოჰყავთ. მე ყოველთვის მჯეროდა მარადიული ელეგანტურობის, რომელიც მხოლოდ ესთეტიკა არ ყოფილა, არამედ – ერთგვარი მიდგომა დიზაინის მიმართ, რომელიც გკარნახობს ნივთების შეძენის მიზანს, რაც იმაში მდგომარეობს რომ ეს ნივთები დიდი ხანი გაძლებს. ჩემი მთავარი საქმე ახლა ამ აზრის ხაზგასმაა, ახალი მიდგომითა და ინტენსიობით. ვუცვლი ფორმატს ყველაფერს: ჩვენებებს, კოლექციებს, გაყიდვების პოლიტიკას და კომუნიკაციის სტრატეგიებს, რათა წინა პლანზე ჩემი ნივთების მარადიულობა წამოვიდეს. ნაკლებ ჩვენებას გავმართავ. დავრწმუნდები, რომ კოლექციები ბევრად უფრო დიდ ხანს დარჩება ბუტიკებში და ვაპირებ კოლექცია წარდგენისთანავე ჩავუშვა გაყიდვაში.

ჩვენს შეცდომებზე თუ ვისწავლით, მაშინ გვექნება შესაძლებლობა შევქმნათ უკეთესი სისტემა, ერთიანობის განახლებული შეგრძნებით. მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნისონში უნდა ვიმოქმედოთ, რათა ყველაფერი ძირფესვიანად შევცვალოთ. მე ამისთვის მზად ვარ.       

ჯულიენ დოსენა

headtopics.com

მე მჯერა ხელით ნამუშევრის – ნივთები, რომლის შექმნაც ბევრ დროს მოითხოვს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ შევქმნათ ნამდვილად ღირებული, განსაკუთრებული სამოსი, რომლიც გადაყრაც არასდროს მოგინდებათ.

სილვია ფენდი

wwd.com

საჭიროა ყველაფრის გადაფასება. ვფიქრობ ადამიანებზე, რომლებიც ქმნიან სამოსს და მათ ძალიან ცოტას უხდიან. როდესაც 10 დოლარიან მაისურს ყიდულობ, საკუთარ თავს რამდენიმე შეკითხვა უნდა დაუსვა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ძალიან არასწორია. ასე რომ, რაც ადრე იყო „ფუფუნება“  (ჩემი აზრით ძალიან უაზრო სიტყვაა და ვფიქრობ მალე გადაფასდება) დღეს კარგ ხარისხს ნიშნავს. ამიტომ აუცილებელია დავსვათ საკითხი, თუ რატომ ღირს ნივთი ძვირი, რა ხარისხისაა და რამდენმა ადამიანმა იმუშავა მის შექმნაზე.

მუდმივად ვადევნებ თვალს, როგორი შემართებით არის განწყობილი ახალი თაობა და როგორ იბრძვიან ისინი იდეებისთვის, როგორ გამოდიან ქუჩებში იმისთვის, რაც მათ უყვართ. ისინი ცვლიან ჩვენს რეალობას.

ტომ ფორდი

wwd.com

რთულია მოდაში მოვლენების პროგნოზირება, ეს შესაძლებელია მხოლოდ ცვლილებებამდე რამდენიმე თვით ადრე. ექვსი თვის წინ ვინ იფიქრებდა, რომ პანდემიის ან სოციალური მღელვარების ფონზე ასეთ რეალობაში აღმოვჩნდებოდით?! ნათელია, რომ ეს მოდაზე უდიდეს გავლენას იქონიებს. ადამიანები სახლიდან არ გადიან, მათ ახლა სხვანაირი გარდერობი სჭირდებათ. ახლა ჩვენ გლობალურ რეცესიასაც განვიცდით, რაც პირდაპირ აისახა ადამიანის გონებასა და მის საბანკო ანგარიშზე. ამ ყველაფერთან ერთად, მსოფლიო ფსიქოლოგიური დეპრესიის წინაშეც დგას. აქედან გამომდინარე არის ორი ვარიანტი – ტანსაცმელი უნდა იყოს უფრო ყოველდღიური და პრაქტიკული, ან მათ უნდა მოგვგვარონ ღიმილი – ტანსაცმელი, რომელიც უცნაურად და არასერიოზულად გამოიყურება, თუმცა შეუძლია გააღიმოს მომხმარებელი. ახლა დემონსტრირებისა და რაღაცის მტკიცების დრო არ არის, ახლა მარტივი სამოსის დროა, რომლის ჩაცმასაც შეძლებ მეგობართან სახლში სტუმრობისას.

თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ესპანური გრიპის შემდეგ გიჟური ოციანი წლები დადგა.

ადამიანურ ნატურაშია გამჯდარი საკუთარი პერსონის წარმოჩენა სამოსით.

მოდა ერთგვარი ქანქარაა , – ძალა რომელიც ახლა უკან გვხევს, მომავალში ჩვენი წინსვლის წინაპირობა გახდება.

მჯერა, რომ ამ მომენტმა გაგვაანალიზებინა ის, რაც დიდი ხანია ჩვენს წინაშეა, თუმცა არ გვინდოდა გვეღიარებინა. ჩვენი ინდუსტრია მსოფლიოს წარმომადგენელი უნდა გახდეს, რომელიც დღითიდღე უფრო ინტეგრირებული და მრავალფეროვანი ხდება. ჩვენ ბევრად ჩამოვრჩით ჩვენს გარშემო განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ უნდა შევუერთდეთ აფრო-ამერიკული საზოგადოების უზარმაზარ ტალანტს და დავასაქმოთ ისინი მოდაში.

მაიკლ კორსი

dailymail.co.uk

90-იანების დასაწყისში ბანკროტი ვიყავი – ერთხელ პატარა შოუ მოვაწყე და სულ სამი მოდელი მყავდა. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ მორიგი ეკონომიკური კოლაფსის შემდეგ, კოლექცია საგრძნობლად შევამცირე. არ მინდა თავი მოხუცად მოგაჩვენოთ, თუმცა მომავალ წელს მოდის ბიზნესში 40 წელი შეგვისრულდება და პანდემიის პერიოდი იქნება გარდამტეხი ჩვენს ცხოვებაში, ისევე, როგორც ყველასთვის, ჩვენი მეზობლებისთვის ან უბრალოდ ადამიანებისთვის, რომლებსაც ქუჩაში ვხედავთ. გლობალურ თემებზე აქამდე ხშირად გვისაუბრია, თუმცა სწორედ ახლაა ის მომენტი, როცა ნამდვილად უნდა გვესმოდეს ეს და რამდენად ერთიანი ვართ. ყოველთვის ვცდილობ ვიყო პოზიტიური, თუმცა აწი როგორ ვიმოქმედო? ახლა გადაწყობის, გადაფასებისა და ცნობიერების ამაღლების მომენტია. ჩვენ ვიძირებით მუდმივად განახლებად პროდუქტებში, ზედმეტად ბევრ ფოტოებსა თუ ინფორმაციაში. მოდის კალენდარი არ გვაძლევს საშუალებას ვისუნთქოთ, ვიფიქროთ და დავაფასოთ ესა თუ ის რამ. თითოეული კოლექციის შექმნაში უზარმაზარი შრომა იდება, თუმცა იმის გამო რომ მომხმარებელთან კოლექცია კოლექციაზე მიდის, მას არ აქვს იმის დრო, რომ გადახარშოს ეს ყველაფერი. ამაში არანაირი ლოგიკა არ არის. ჩვენ უნდა გავითავისოთ ახალი იდეა, ახალი აზრები. ხალხი თვეების განმავლობაში იჯდა სახლში ჰუდის და სპორტული შარვლის ამარა, ახლა კი მათ რაღაც უფრო გლამურული სჭირდებათ. ამასთანავე, ვერ ვხედავ მოთხოვნას სტრუქტურირებულ საღამოს კაბებსა და 10 სანტიმეტრიან ქუსლიან ფეხსაცმელზე. როგორ გარდავქმნათ სახლის კომფორტი, ისე, რომ ის მოერგოს ჩვენს დაბრუნებას სოციალურ ცხოვრებაში?

მიუჩია პრადა

wwd.com

ჩვენი, როგორც დიზაინერების მოვალეობა ინტელექტუალური და ლამაზი სამოსის შექმნაა. კოლექციაში, რომელიც ახლახანს წარვადგინეთ (რეზორტი 2021) სწორედ ამაზე ხდება ფოკუსირება: მისი არსი ნივთების დაფასებაა. სამოსი მარტივია, თუმცა მხოლოდ უაზრო და უადგილო სირთულის საპასუხოდ. ახლა სერიოზულობა აუცილებელია, უნდა დავფიქრდეთ: როგორ მოვიქცეთ? რას ემსახურება მოდა? რისთვის ვართ აქ? რა სარგებელი მოაქვს მოდას საზოგადოებისთვის?

მოდა ძალიან პოპულარული გახდა და მთელი ეს ყურადღება მეტ პასუხისმგებლობას საჭიროებს. მე მწამს, რომ მოდა საზოგადოების გამოძახილია, ის მომენტს „კითხულობს“, ის რევოლუციის დასაწყებად საკმარისი არ არის, თუმცა მასში მონაწილეობა გარკვეულ წილად შეუძლია. პრადა ყოველთვის მოქნილი იყო, ჩვენ მუდმივად ვაკვირდებოდით  მიმდინარე მოვლენებს, ვატარებდით კვლევებს და ვცდილობდით უკეთ შეგვეცნო მსოფლიო მისი სირთულეებით. ჩვენს მაქსიმუმს ვაკეთებს ახალი დიალოგების წამოსაწყებად და გვაქვს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ინტელექტუალური მიდგომა.

პიერპაოლო პიჩოლი

valentino.com

ადამიანებს სურთ აღმოაჩინონ სილამაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაზე კომფორტული გზით – თუმცა ისინი იმსახურებენ იმას, რომ მისცენ თავიანთ წარმოსახვას ფრენის საშუალება. 

რიკარდო ტიში

wwd.com

ახალი კოლექცია მთლიანად მარტომ შევქმენი, ბევრი საღამოს ლუქი და ბევრი საყოველდღიურო – მოსაზრება ერთია, თუმცა სამოსს უამრავი სხვა და სხვა დანიშნულება აქვს. რა თქმა უნდა, ჩემს დიზაინ გუნდთან მუდმივ ვიდეო კავშირზე ვიყავი, თუმცა სასიამოვნო იყო ჩემი წინათგრძნობით შექმნილი კოლექციის ნახვა, ყველანაირი ჩარევების გარეშე. ხანდახან, როდესაც ძალიან დიდ კომპანიაში მუშაობ, გიწევს გამართო უამრავი შეხვედრა, შეხება გაქვს ბევრ ადამიანთან, იმდენი რამე გაქვს გასაკეთებელი რომ კრეატივისთვის სულ ცოტა დრო გრჩება. რაც მე მჭირდება, არის განსაკუთრებული სამოსი, რაც რეალურად ფასეულია. რაც არ არის უბრალოდ ის, რასაც იცვამ, არამედ ეს არის ცხოვრების სტილი, სიყვარული, მეგობრობა, ყველაფერი.  ვფიქრობ ნაკლების წარმოებაა საჭირო, უკეთესი ხარისხითა და კონტენტით. ძალიან ბევრი რამ, რაც მოდაში ხდება, რეალურად ძალაუფლებისთვის ბრძოლაა. რაც მე მსურს და მამოძრავებს არის ვნება. ვის არ ენატრება მაკქუინის და გალიანოს ჩვენებები 90-იანებში? ჩემს ჩვენებებზე მამაკაცისა და ქალის 100 ლუქს წარმოვადგენ, ჯონის შოუები 23 ლუქისგან შედგებოდა, თუმცა ყოველი მათგანი დაუვიწყარი და შეუდარებელი იყო. ვფიქრობ, მოდაში ჯერ კიდევ არის ამის ადგილი: ნაკლები წარმოება, უკეთესი ხარისხი. მოდის ჩვენება ოცნებასავითაა. ჩვენ ისინი არ უნდა შევაჩეროთ, თუმცა უნდა ვეცადოთ ყველა გავხადოთ ჩვენების ნაწილი, მხოლოდ ელიტა არა. მსოფლიო ელიტა მოძველებულად გამოიყურება. დღეს არავინაა ელიტარული. ჩვენ ყველა თანასწორი ვართ.

ენტონი ვაკარელო

bof.com

ჩვენ 2 თვე დავკარგეთ პანდემიის გამო, თუმცა მირჩევნია მეტი დრო დავუთმო კარგი კოლექციის შექმნას. ახლაც, როდესაც უკვე სტუდიაში დავბრუნდით, ყველაფერს მეტი დრო სჭირდება. ყოველთვის ვთვლიდი უხამსობად იდეას „წარმოადგინე მეტი, რათა გაყიდო მეტი“, ეს ასუსტებს ბრენდის ხედვას. არავის ჰყოფნის გენია იმისთვის, რომ შექმნას ამდენი სამოსი და ყოველი მათგანი იყოს რეალურად კარგი. თითოეული კოლექციის შექმნას თავიდან ბოლომდე 6 თვე სჭირდება, ასე ვმუშაობდი სან ლორანში პირველი დღიდან და პრობლემა არასდროს შეგვქმნია. გამიმართლა, რადგან წნეხის ქვეშ არ ვყოფილვარ. დრო არის ნამდვილი ფუფუნება. ჩვენების გამართვა მინდა, მაგრამ არა სექტემბერში. ეს ჩემთვის იქნება, ონლაინ თუ ფიზიკურად, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ემოციური იქნება, სწორედ ამიტომ ჩვენებები კვლავ იცოცხლებს.

დონატელა ვერსაჩე

highsnobiety.com

მსოფლიოს გარშემო ახალი ამბებიდან და ფოტოებიდან, ასევე პირადი გამოცდილებიდან ვხვდები, რომ ხალხი სისულელეებისგან დაიღალა. უსასრულო ლაპარაკის დრო დამთავრდა, ახლა ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. აღარაა საკმარისი, რომ უბრალოდ თქვა, რომ მხარს უჭერ LGBTQ+-ს, ან ჰეშთეგი გამოიყენო მარკეტინგული გათვლით. ადამიანებს უნდათ დაინახონ ფაქტები, ისინი გვეკითხებიან თუ რას ვაკეთებთ კონკრეტულად იდეებისა და მოძრაობების მხარდასაჭერად, რომელთანაც ვართ ასოცირებული. მოდას შეუძლია ამაში დიდი როლი ითამაშოს და ეს უნდა იყოს გულრწფელი, და არა გამოყენებული სამოსის გასაყიდად.

ვერავინ აიძულებს ხალხს შოპინგს. ერთადერთი გზა, რომლის მეშვეობითაც შეიძლება ადამიანები დავაინეტესო, არის შექმნა პროდუქტის, რომლის დანახვისაც ადამიანი შეჩერდება და იტყვის “wow, მე ეს ნივთი მინდა!” 

კრეატიულობა კიდევ უფრო დიდ როლს ითამაშებს მომავალ თვეებში. ადამიანები პროცესში სხვაგვარად უნდა ჩაერთონ. მათ დიზაინერებისგან სურთ მეტი ვიდრე ჰუდი ან კაბა. ახლა არის მომენტი, როდესაც ფასეულობმა, რომლებზეც მე წლების განმავლობაში ხმამაღლა ვსაუბრობდი, შეძლონ შემოღწევა შოპინგის პროცესში, რადგან მომავალში მომხმარებლები პასუხს მოგვთხოვენ ჩვენს ახლანდელ ქმედებებზე. ახლა გამოწვევების დროა, თუმცა მე ცვლილებების არასდროს მეშინოდა. ეს გზა იქნება წინააღმდეგობებით სავსე, თუმცა გზის ბოლოს ჩვენ უკეთესობისკენ ვიქნებით შეცვლილი.