დავით კომახიძემ ლონდონში 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია წარადგინა. ჩვენებასთან ერთად კომახიძის ახალი ინტერვიუც გავრცელდა.

„ლონდონი არაჩვეულებივი, სიცოცხლით სავსე ქალაქია, რომელიც შთამაგონებს. მას უნიკალური, პიონერული, სუფთა სული აქვს. აქ ყველაფერია, რაც მჭირდება: დიდებული საჭმელი, ბევრი შესანიშნავი მუზეუმი, ბიბლიოთეკები და ბრწყინვალე ხალხი. ლონდონს ახალბედა დიზაინერებისთვის კარგი მხარდასაჭერი სისტემა აქვს და მოდის ერთ-ერთი დედაქალაქია.“ – დავით კომახიძე.

David Koma F/W 2019

Nowfashion.com

კომახიძემ ახალ ინტერვიუში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა,რომ წლის ბოლომდე ონლაინ მაღაზიის შექმნას აპირებს. არ გამორიცხავს კაცის ხაზის დამატებას. თუ აქამდე მამაკაცის სამოსზე თავდაჯერებულ უარს ამბობდა, ახლა თქვა, რომ ამაზე ფიქრობს. ჟურნალისტის კითხვაზე: „სხვა ქართველ დიზაინერებს, როგორიცაა დემნა გვასალია, თავიანთი დიზაინის ჩამოყალიბებისას საკუთარი იდენტობა გამოუყენებიათ. ფიქრობ, რომ საქართველოს შენს ესთეტიკაზე აქვს გავლენა?“ კომახიძე პასუხობს: „მე საქართველოში დავიბადე და რა თქმა უნდა საქართველოს ლამაზ ხელოვნებას და ისტორიას ვიყენებ შთაგონების წყაროდ.“

David Koma F/W 2019 

„მინდა David Koma ბიზნესი გაიზარდოს და ბრენდი მსოფლიოში გაფართოვდეს. ამ წელს ონლაინ მაღაზიის წამოწყებას ვგეგმავთ.“

კომახიძის ახალი ჩვენებიდან ყველა ლუქის ხილვა შეგიძლიათ Nowfashion.com – ზე.