საკულტო ბრიტანელი მოდელი სტელა ტენანტი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია სტელას ოჯახის წევრებმა გაავრცელეს.

“დიდი გულისტკივილით გაცნობებთ, რომ სტელა ტენანტი 2020 წლის 22 დეკემბერს გარდაიცვალა. ის შესანიშნავი ქალი იყო და ბევრისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა. ჩვენ სტელა ძალიან მოგვენატრება.” ნათქვამია სტელას ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Leigh Journal

ჯერ-ჯერობით არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ სტელამ მოდელობა ადრეულ 90-იან წლებში დაიწყო და მიაღწია უდიდეს წარმატებას, იმუშავა წამყვან ფოტოგრაფებთან, გამოცემებთან და მოდის სახლებთან.

Stella Tennant for Chanel