Pepe Jeans London-მა ბრუკლინ ბექჰემთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. კონტრაქტის ფარგლებში, ბრუკლინი მარკეტინგულ მოვალეობებთან ერთად, დიზაინერის როლსაც მოირგებს. ბრუკლინის მიერ შექმნილი პირველი კოლექცია გაყიდვაში 2021 წლის გაზაფხულზე გამოვა.
“აღნიშნული პარტნიორობა კომპანიის ახალი ხედვის ნაწილია. ჩვენ ზრდას განვაგრძობთ მამაკაცის მოდის სეგმენტში. ბრუკლინთან თანამშრომლობა იდეალურად ჯდება ჩვენი ბრიტანული მემკვიდრეობის იმიჯში. ეს ახალი წამოწყებაა, რომელიც თანამედროვე მიდგომით გამოირჩევა.” განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
ბრუკლინი გადაიღებს კამპანიის ფოტოებსაც, რომლებიც ძირითადად სოციალურ მედიაზე იქნება გათვლილი. აღსანიშნავია ისიც, რომ სიახლე მას შემდეგ გავრცელდა, რაც კომპანიამ დაახლოებით 50 მაღაზიის დაკეტვის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.