28 მარტს ლოს-ანჯელესში საიუბილეო The GLAAD Media Award  გაიმართა, სადაც მუსიკალური  ინდუსტრიის ყველაზე გავლენიან ვარსკვლავურ წყვილს ლგბტ ადამიანების მხარდაჭერისთვის ჯილდო გადასცეს. ბიონსეს ბიძა იყო გეი, ჯეი ზის დედა არის ლესბოსელი.
„მინდა ეს ჯილდო ბიძია ჯონის მივუძღვნა, ყველაზე საუცხოო გეი მამაკაცს მათ შორის, ვისაც ვიცნობდი, ვინც ეხმარებოდა ჩემი და ჩემი დის აღზრდაში. ის თავისი სიმართლით ცხოვრობდა, იყო მამაცი მაშინაც კი, როდესაც ეს ქვეყანა მას არ იღებდა. იმის ყურება თუ როგორ ებრძოდა ის HIV ინფექციას ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მომენტი იყო ცხოვრებაში.“ -ბიონსე.

ბიონსეს აცვია ალექსანდრ ვენგის სამოსი

ჯეი ზიმ სიმღერა Smile დედამისს, გლორია კარტერს მიუძღვნა, როცა გლორიამ საჯაროდ გაამხილა სექსუალური ორიენტაციის შესახებ. ბიონსემ დაჯილდოებაზე ხაზი გაუსვა, როგორი ამაყია თავისი ქმრით, რომელიც ჰიპ-ჰოპ კულტურაში ჰომოსექსუალობაზე არსებული სტიგმის დამსხვრევას ცდილობს.