მოდელმა სიახლე დღეს გაასაჯაროვა. ბელა The VS Collective-ის ახალი წევრი გახდა. The VS Collective ბრენდის ახალი ინიციატივაა, რომელიც „ანგელოზების ინსტიტუტის“ გაუქმების შემდეგ შეიქმნა. ახალ წამოწყებაში ვიქტორია სეკრეტმა გააერთიანა ქალები სხვადასხვა ისტორიებითა და წარმომავლობით, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება გაგვიზიარონ საკუთარი გამოცდილება. გუნდის წევრები არიან: ნაომი ოსაკა, ჰეილი ბიბერი, პრიანკა ჩოპრა, ეილინ გუ, ვალენტინა სამპაიო, ადუთ აკეჩი და პალომა ელესერი.
აღსანიშნავია, რომ ბელა ჰადიდმა Victoria’s Secret-თან პირველად 2016 წელს ითანამშრომლა. ტოპ მოდელი რამდენიმე შოუზეც გამოვიდა, თუმცა რებრენდინგამდე ერთი წლით ადრე, კომპანია დატოვა. მიზეზად კი, ვიქტორია სეკრეტის ახლა უკვე ყოფილი ხელმძღვანელების „შეუფერებელი ქცევა“ დაასახელა.
“ისინი მოვიდნენ ჩემთან და დამიმტკიცეს, რომ Victoria’s Secret -ში ყველაფერი ძირეულად შეიცვალა, სწორედ ამან მომიზიდა უკან. ახლა დირექტორთა საბჭოს 5, თუ 6 წევრი ქალია. ვფიქრობ, რომ მსოფლიო იმსახურებს ისეთ ბრენდს, როგორიც ვიქტორია სეკრეტია,” – ვკითხულობთ ჰადიდის ახალ განცხადებაში.
Victoria’s Secret-ს და მოდელს შორის მოლაპარაკებები წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწორედ ეს დრო დასჭირდა ამერიკული თეთრეულის გიგანტს ჰადიდის დასარწმუნებლად.