ვიქტორია სეკრეტის ოფიციალურ საიტზე გავრცელდა განცხადება და ფოტოსესია, რომლითაც ბრენდმა ახალი ანგელოზი წარადგინა. ბარბარა პალვინი პირველი უნგრელია, რომელმაც ვიქტორია სეკრეტთან კონტრაქტი გააფორმა. ახალ ინტერვიუში ბარბარამ თავის სხეულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წონის გამო ინტერნეტში ხშირად დასცინოდნენ, თუმცა ახლა ბედნიერია თავისი აღნაგობით და ვიქტორია სეკრეტს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„ამაყი ვარ, რომ წარვადგენ ბრენდს, რომელიც მხარს უჭერს სხეულის სილამაზეს და მრავალფეროვნებას. როგორც კი საკუთარი სხეული მივიღე, თავი უფრო ჯანსაღად ვიგრძენი. მე კვლავ ვიბრძვი, რომ თავდაჯერებულობა ყოველთვის ჩემთან იყოს. ვიქტორია სეკრეტის მშვენიერება ისაა, რომ მხარს მიჭერენ ისეთს, როგორიც ვარ და როგორც გამოვიყურები.“