ვარსკვლავები, მეტროპოლიტენის მუზეუმში წითელ ხალიჩაზე, 2019 წლის შემდეგ, პირველად გამოჩნდნენ, წლევანდელი Met Gala-ს თემა კი ამერიკის დამოუკიდებლობა იყო.

ბრიტანულმა კომპანიამ ”New Look” ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელმაც ღონისძიების ჩატარების შემდეგ, პირველი კვირის ყველაზე პოპულარული ლუქები გამოავლინა. კვლევა დაფუძნებული იყო ინტერნეტში და მედიაში ყველაზე ხშირად ნახსენებ ლუქსა და სელებრითზე.

Billie Eilish in Oscar De La Renta (c) Getty

სიის სათავეში ბილი აილიშია, რომელსაც Oscar De La Renta-ს კაბა ეცვა. ბილი მედიაში 223-ჯერ, ხოლო სოციალურ მედიასა და Google-ის საძიებო სისტემაში 48105-ჯერ იყო ნახსენები. სიაში მეორე კიმ კარდაშიანი და დემნა გვასალიას შექმნილი Balenciaga-ს ლუქი გახდლათ, რომელიც მედიაში 163-ჯერ, ხოლო სოციალურ მედიასა და Google-ში 34592-ჯერ მოიხსენიეს. მესამე ადგილს ჯენიფერ ლოპესი და მისი Ralph Lauren-ის ლუქია, რომელიც მედიაში 206-ჯერ, ხოლო სოციალურ მედიაში 17488-ჯერ მოხვდა. ტოპ 15-ში მოხვდნენ დენიელ ლევი, Lil Nas X, მეგან ფოქსი, ელა ემჰოფი, ამანდა გორმანი, ნაომი ოსაკა, ოლივია როდრიგო, ტიმოთი შალამე, იმანი, Megan Thee Stallion, სერენა უილიამსი და ემა ჩემბერლეინი.

ASAP Rocky and Rihanna in Balenciaga, Met Gala 2021 (c) getty

ამასთან ცნობილი გახდა, რომ კიმ კარდაშიანის ლუქები მეტ გალაზე ყველაზე პოპულარულია, საძიებო სისტემებში “კიმ კარდაშიანი მეტ გალაზე” 17600-ჯერ არის ნახსენები, მეორე ადგილზეა ზენდაია, ხოლო მესამეზე – რიანა.

Lyst-მა ასეცე გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც კიმ კარდაშიანისა და რიანას ლუქების მეშვეობით, მეტ გალას შემდეგ, Balenciaga-ს პოპულარობა საძიებო სისტემებში 505%-ით არის გაზრდილი, ხოლო ბრენდის კონკრეტული პროდუქტების პოპულარობა გაზრდილია 259%-ით. Met Gala-ს შემდეგ, გაზრდილია ვერსაჩეს (45%), Brother Vellies-ის (120%) და Oscar De La Renta-ს (179%) პოპულარობაც.