სანამ სექტემბერში პრადას და რაფ სიმონსის პირველ ერთობლივ ნამუშევარს ვიხილავდეთ, მიუჩია წარმოგვიდგენს კოლექციას, რომლის [ფიზიკური] ჩვენებაც არ გამართულა.
ეს იტალიელი დიზაინერის ბოლო კოლექციაა, რომელიც მან დამოუკიდებლად შექმნა. კატალოგთან ერთად, მან ახალი კოლექცია ხუთ ვიდეოდ, ხუთი სხვადასხვა არტისტის ინდივიდუალური ინტერპრეტაციით აჩვენა.
პრადა გაზაფხული/ზაფხული 2021, მამაკაცის და ქალის კოლექცია
© Prada
მარტივი, სადა, ფუნქციონალური, პრაქტიკული ტანსაცმელი, კლასიკის, ფორმალობის და სპორტის მიქსი, უპრეტენზიო, ფერთა მშვიდი პალიტრა, ყვავილების პრინტები და მინიმალისტური მიდგომა პრადას მამაკაცის მოდის კვირეულის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის შეთავაზებაა.
კოლექციის ნახვისას პრადას ენთუზიასტებს აუცლებლად გაახსენდებათ პრადა ოთხმოცდაათიან წლებში, როდესაც მიუჩიას შემოქმედებას სწორედ მინიმალიზმი და ნაკლები დეკორატიულობა გამოარჩევდა. თუმცა 2020 წელს პრადასთვის ეს მიმართულება ლოგომანიასთანაც ერთიანდება.
პრადა შემოდგომა/ზამთარი 1995
© Prada
„მგონია, რომ ჩვენი, როგორც მოდის დიზაინერების სამუშაო ხალხისთვის ტანსაცმლის შექმნაა, ეს არის მისი პატიოსნება. ჩვენი სამუშაოს ღირებულებას სწორედ ეს წარმოადგენს–რომ შევქმნათ ლამაზი, ინტელექტუალური სამოსი. მიმდინარე სეზონზე ამ იდეაზე ვკონცენტრირდით: მთავარი ტანსაცმელი და თითოეული ნაწილისთვის ღირებულების მინიჭებაა. სამოსი უბრალოა, თუმცა სიმარტივის კონცეფცია ეწინააღმდეგება გამოუსადეგარ სირთულეს. ეს მომენტი მეტ სერიოზულობას მოითხოვს, ახლა დაფიქრების და შეკითხვების დასმის დროა. რას ვაკეთებთ, რა მიზანს ემსახურება მოდა? რა სარგებლის მოტანა შეუძლია მოდას საზოგადოებისთვის?“
მიუჩია პრადა
Prada Multiple View Spring/Summer 2021
ნაწილი 1, Willy Vanderperre
„პრადა ყოველ სეზონზე იცვლება და ვითარდება. ამ სეზონზე, კოლექციის ის ნაწილი, რომელიც გადავიღეთ, გულწრფელობის განცდას ბადებდა. ის მოდურ იდეებს იყო ჩამოშორებული, რაც ამ აზრს ისევ მოდად გარდაქმნის. თითქოს ინტროსპექციული იყო და ცოტათი შიზოფრენიულიც. მზერა წარსულისკენ იყო მიმართული, როცა წინ მომავალია. იმედი მაქვს, საზოგადოება ფილმში ამას იგრძნობს – კოლექციის წმინდა არსს და გულწრფელ პრეზენტაციას.“
ნაწილი 2, Juergen Teller
„დიდი პატივი იყო მიუჩიას ბოლო კოლექციის გადაღება. ვფიქრობდი, რომ მამაკაცები და ქალები ლამაზად, ელეგანტურად და თანამედროვედ გამოიყურებოდნენ. მიუჩიას ხედვამ სიამოვნება მომანიჭა და შევეცადე ეს განცდა რაც შეიძლება გულწრფელად და პირდაპირ გადმომეცა.“
ნაწილი 3, Joanna Piotrowska
„კომუნიკაციის არავერბალური ფორმისთვის ჟესტები და ფიზიკურობა უმნიშვნელოვანესია და დიდ როლს თამაშობს ჩემი სამუშაოს კონცეპტუალურ და კომპოზიციურ ასპექტებში. თითებით ტკაცუნი, სწრაფი და ნაზი, თანაც ყურადღების მიმქცევი ქმედებაა. ის ასევე თანხმობის დასამოწმებლად ან რიტმის შესანარჩუნებლად გამოიყენება. ვიფიქრე, რომ ამ ჟესტის გარშემო მუშაობა საინტერესო იქნებოდა და გამომეყენებინა, როგორც პერიოდული მოტივი, რომელიც მოძრაობებს წარმოადგენს და მაყურებლის ყურადღება თითოეულ ახალ ლუქზე გადააქვს.“
ნაწილი 4, Martine Syms
„ვიდეო რამდენიმე ფორმატის კოლაჟს წარმოადგენს და განმეორებითი მოძრაობების სცენებს მოიცავს ლამაზი ადამიანების მონაწილეობით, რომლებიც მილანსა და ლოს ანჯელესში მდებარე ჩემს სტუდიაში მონიტორებზე თავიანთ გამოსახულებებს შესცქერიან. რადგანაც კოლექციაში სამოციანი წლების განცდაც იყო ჩაქსოვილი, იმ პერიოდიდან დღემდე არსებული კინოს კულტურისა და კანონების გადმოცემაც ვცადე. შთაგონებული ვიყავი თუ როგორ შეუძლია ეკრანებს შეგვქმნას და შეგვცვალოს და რას ნიშნავს იყო ცოცხალი, მსუნთქავი, მოძრავი ხორციელი ქმნილება სამყაროში, რომელიც სასვეა ასეთი არსებებით.“
ნაწილი 5, Terence Nance
„წარმოდგენილი ფილმის მნიშვნელობის გასაშიფრად არ მაქვს ზუსტი სიტყვები, მაგრამ ის შესაძლოა იყოს “დროის” შესახებ – შეინახო შენი ორგანოები ჭურჭელში, რომელსაც სხეულს უწოდებ და რომელიც დატვირთულია ვალდებულებით, უყვარდეს თითეული წამი, რადგან ის წარმავალია.“