ბევრი ბრენდი მოსაწვევით მხოლოდ ჩვენების ჩატარების ადგილს და თარიღს არ ამცნობს მიწვეულ სტუმარს, ის ერთგვარი მინიშნებაა კოლექციის თემის და შოუს ნაწილს წარმოადგენს. გამორჩეულმა მოსაწვევებმა არაერთი მოდის მოყვარული კოლექციონერადაც აქცია.

მოსაწვევებთან დაკავშირებითაც არსებობს სიმარტივეში და რესურსების დაზოგვაში გამოვლენილი გენიალურობის მაგალითები და რომელი მოდის სახლი შეიძლება იყოს ამ კუთხით ლიდერი თუ არა მეისონ მარჯიელა? მისი მოსაწვევებიც ისეთივე მოულოდნელი, სახალისო და ინოვაციურია, როგორც ყველაფერი, რასაც მარტინი აკეთებდა. მაგალითისთვის დავბრუნდეთ სამი ათწლეულით უკან.

Martin Margiela laughing at the 1989 show finale

1989 წლის შემოდგომა/ზამთრის ჩვენებისთვის მარტინ მარჯიელას მეგობარმა და ბიზნეს პარტნიორმა ჯენი მეირენსმა უფასო გაზეთში განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ჩვენების ჩატარების დრო, თარიღი და ადგილი იყო მითითებული. გამოქვეყნებისთანავე მარჯიელას გუნდმა ასობით კოპი შეაგროვა, განცხადება წითლად მონიშნა და მოსაწვევის სახით გადაგზავნა.

„ეს ყველაზე იაფასიანი მოსაწვევი იყო.“

ჯენი მეირენსი

მარტინ მარჯიელას ბოლო ჩვენება თავისი ბრენდისთვის