ახალი სეზონისთვის ლადო ბოკუჩავამ შექმნა თამამი და შეუპოვარი ბაიკერი გოგონას იმიჯი, რომელიც ტყავის მოკლე ქურთუკით, მინი შორტებითა და მაღალყელიანი ჩექმებით ექსტრემალური მომენტებისთვის მზადყოფნას ავლენს. 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე დიზაინერის მეტალის რგოლების მქონე გახვრეტილმა შარვლებმა შესაძლოა მაქსიმალიზმის მოყვარული იმ ადამიანების სასურველი ნივთების სიაში მოწინავე ადგილი დაიკავოს, რომლებსაც სურთ თავიანთი ჩაცმულობით ყურადღების ცენტრში ექცეოდნენ. გასული სეზონების მსგავსად, ალექსანდრე ახალკაციშვილის არანატურალური ტყავის ნამუშევრები ამჯერადაც განსაკუთრებით გამოირჩევა სექსუალურობით, Materiel კი თავის მოხმარებელს კვლავ ფემინური ელფერის მქონე, კლასიკური სტილისა და აქტუალური ტენდენციების კომბინაციით შექმნილ კოლექციას სთავაზობს.
Lado Bokuchava გაზაფხული/ზაფხული 2023
ფოტოგრაფი: თორნიკე აივაზიშვილი
არტ დირექტორი: მარიამ გუგუშვილი
მოდელები: შაილო აბრაჰამი, ქეთა ლომაძე, @nnaman0
მაკიაჟი: ანა თოდუა
თმა: ვიკტორია გიგიაშვილი
Aleksandre Akhalkatsishvili გაზაფხული/ზაფხული 2023
ფოტოგრაფი: ბექა ჩოკოშვილი
მოდელები: თათია ახალაია, ოპე
ფროდაქშენი: მერი ბიჭაშვილი
მაკიაჟი: ანა თოდუა
თმა: ვიკტორია გიგიაშვილი
Materiel გაზაფხული/ზაფხული 2023
მოდელები: მილან ლი, ვანესა გუტიერესი, ლიზა მურვანიძე
მაკიაჟი: ია თავაძე
თმა: ვიკტორია გიგიაშვილი