Philipp Plein კიდევ ერთი სასამართლო პროცესისთვის ემზადება. ამჯერად, გერმანელ დიზაინერს ყოფილი მენეჯერი უჩივის. Amro Alsoleib – ის სარჩელი ნიუ-იორკის სასამართლოში მიიღეს. როგორც ამერიკაში, ფილიპ პლეინის ყოფილი მენეჯერი აცხადებს, დიზაინერი სამუშაო გარემოში ჰომოფობიის ნიადაგზე დისკრიმინაციულ გარემოს ქმნიდა გეი თანამშრომლებისათვის.“როდესაც Amro – მ ფილიპ ფლეინთან დაიწყო მუშაობა, ფლეინმა არ იცოდა მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ” – ვკითხულობთ სარჩელში.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2021/02/philipp-plein-rf15-3816jpg-1024x837.jpg)
როგორც დიზაინერის ყოფილი მენეჯერი ყვება, სამუშაოს დაწყებიდან საკმაოდ მალე, ფილიპმა ღიად გამოხატა თავისი ჰომოფობიური განწყობა სამუშაო სივრცეში, ისეთი ფრაზით, როგორიცაა: ‘მძულს გეებთან მუშაობა’. მოსარჩელეს თქმით, დიზაინერი აგრძელებდა შეურაცხმყოფელი კომენტარების გაკეთებას, ‘არ აიყვანოთ გეები’ ‘ეს ძალიან გეია’, ‘ნუ მოძრაობ ისე,როგორც გეები’, მას შემდეგაც, რაც Amro Alsoleib -ს ორიენტაციის შესახებ გაიგო. საბოლოოდ, სამუშო გარემოში ჰომოფობიური და დისკრიმინაციული გარემო საკმაოდ ნორმალური და ჩვეულებრივ მოვლენად ჩამოყალიბდა, რაც შეუძლებელს ხდიდა ჰომოსექსუალი პიროვნებისთვის იქ მუშაობას. სწორედ ეს გახდა Amro Alsoleib -ს სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი.
ფილიპ ფლეინს ბრალდებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.