პარიზის ვოგი ოლივიე ლალანეს ტომ ფორდთან ჩაწერილ ათი წლის ექსკლუზიურ ინტერვიუს აქვეყნებს
ფილმის გადაღებას ცდუნების ფორმად მიიჩნევ?
არა. სიტყვა ცდუნება ჩემთვის მოდურ სიტყვასავით ჟღერს. მოდა და ფილმები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. როდესაც გუჩიში და სან ლორანში ვიყავი საკუთარ თავს ყოველთვის როგორც კომერციულ დიზაინერს, ისე ვხედავდი; ეს საქმიანობა არტისტულ სულიკვეთებას მოითხოვს, მაგრამ კომერციულია. ვიცოდი, რომ ჩემი იდეები უნდა გაყიდულიყო, შესაბამისად მაცდური უნდა ყოფილიყო. ფილმი პირველი წმინდად გამომხატველი რამ არის მათ შორის რაც კი ოდესმე შემიქმნია და შესაძლოა მისით ყველაზე მეტადაც ვამაყობ. არავის შეცდენას არ ვცდილობდი, მინდოდა გულწრფელი ვყოფილიყავი. რაც საბოლოოდ შესაძლოა უკიდურესად მაცდური იყოს. მკითხეთ ცდუნებაზე და ინსტიქტურად რაღაც ხელოვნურზე, წინასწარ განსაზღვრულზე დავიწყებ ფიქრს.
ოთხმოცდაათიანებში ხშირად ეთამაშებოდი აგრესიულ ცდუნებას, სექსს და პროვოკაციას, განსაკუთრებით რეკლამებში.
რა თქმა უნდა, პროვოცირება მსურდა, განსაკუთრებით ჩემს რეკლამებში. რეკლამირება ისეთი სურათის შექმნას გულისხმობს, რომელიც შეგიპყრობს, ხალხს ჟურნალის გადაფურცვლას შეაწყვეტინებს და შეხედავენ იმას, რის თქმასაც მათთვის ცდილობ, არ აქვს მნიშვნელობა ნანახი მიიზიდავთ თუ აღაშფოთებთ. აქამდეც მითქვამს, რომ უსაფუძვლო პროვოკაცია ჩემს მიზანს არასდროს წარმოადგენდა. სუნამო ემ7-ის სახედ მთლიანად შიშველი მამაკაცის ჩვენება სიფის გადაღებული ივ სან ლორანის შიშველი პორტრეტის პირდაპირი რეფერენსი იყო, სექსუალურ თანასწორობას ვიცავდი. მჯერა, რომ კულტურა, რომელშიც ვცხოვრობთ, ქალის ობიექტივიზებას ახდენს, ყველაფერს შიშვლად არგებს რისი გაყიდვაც სურს, მაგრამ როდესაც მსგავს როლში მამაკაცი ჩნდება, ნამდვილი ფობია წარმოიქმნება და ყველა აღშფოთებულია. ვიცი სიშიშვლე წინააღმდეგობრივია, მაგრამ ეს სექსისტური კლიშე უნდა გადაგველახა. ამიტომ პროვოკაცია ჩემთვის ყოველთვის რაღაც მიზანს ისახავს. ამის კიდევ ერთი მაგალითი ის არის, როდესაც გოგონას ინტიმური ადგილის გაპარსვით “G” გამოვსახე – ესეც განაცხადი იყო. იმ პერიოდში ყველაფერი ბრენდინგი იყო – ბრენდინგი, ბრენდინგი… მე კი ვიფირე, რამდენად შორს შეიძლება ბრენდინგი წავიდეს? პროვოკაციული იყო და არ მსურს პრეტენზიული ვჩანდე, მაგრამ მომწონს იმაზე ფიქრი, რომ ჩემი პროვოკაციის მიღმა რაღაც მიზეზი და ინტელექტი იმალება.
რა აქცევს ქალს ან კაცს შენს თვალში სექსუალურად?
არაფერია იმაზე სექსუალური, როდესაც მამაკაცი ან ქალი საუბრისას თვალებში გიყურებს. და იმაზე, ვინც იცის მართლა როგორ უნდა გისმინოს. ეს ძალიან იშვიათი რამ არის, რაც ძალიან სექსუალურად მიმაჩნია. ბევრი სხვამს კითხვებს, მაგრამ პასუხები საერთოდ არ აინტერესებთ. ერთადერთი რამ, რაც აინტერესებთ საკუთარი თავებია. რთულია ასეთ ადამიანად ყოფნა.
ხშირად გითქვამს რომ ბისექსუალი ხარ. რამდენად სერიოზული ხარ?
არ ვიცი ბისექსუალი ვარ თუ არა, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ, რომ სრულიად გეი არ ვარ. სექსუალობასთან დაკავშირებული ჩემი კონცეფია არც ისე მყარია. კაცთან, რიჩარდთან, ერთად ვცხოვრობ უკვე ოცდასამი წელია, ის მიყვარს, მისი ერთგული ვარ, ამიტომ ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე ქალებთან არ ვწვები. მარტოხელა რომ ვიყო არ ვიცი როგორ მოვიქცეოდი, რადგან ბევრი ქალია, რომელიც მიზიდავს. მოდი ვიტყვი, რომ 65%-ით გეი ვარ და 35%-ით ჰეტეროსექსუალი.
გაქვს კონკრეტული „ტიპი?“
ახალგაზრდობაში ყოველთვის უფროსი ასაკის კაცები მიზიდავდა. ჩემი ასაკის ბიჭები თავს მაბეზრებდნენ. გამოცდილების მიღება მსურდა, სწავლისკენ მივისწრაფვოდი. ახლა ჩემი დამოკიდებულება შეცვლილია და უფრო ახალგაზრდა ბიჭები მიზიდავს, უფრო ფართო გაგებით, არა აუცილებლად სექსუალურ კონტექსტში. საკმაოდ გამიმართლა, რომ გამოვცადე ის, რასაც ხალხი გლამურულ ცხოვრებად მიიჩნევს, როცა ერთი დღე მილანში ხარ, მეორე – ლონდონში, შემდეგ ლოს ანჯელესში, დიდი შანსია შენზე შთაბეჭდილება ნანახმა აღარ მოახდინოს. ახალგაზრდა ადამიანებს ეს პოზიტიური, გადამდები ენერგია აქვთ, რაც გახსენებს თუ რამდენად შესანიშნავია მსოფლიო.
ოდესმე ჯგუფური სექსი გიცდია?
რა თქმა უნდა, მაგრამ არ მომწონს, რადგან ერთდროულად ერთ რამეზე კონცენტრირება მიყვარს და ბევრი ადამიანის ჩართულობით ეს ძალიან რთულდება, ძალიან ბევრი რაღაც მოემართება ყველა მიმართულებით. შემდეგ ყოველთვის არის ის ერთი პიროვნება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებ და გინდა მასთან ერთად მოშორდე ყველა დანარჩენს, მაგრამ რადგანაც ზრდილობიანი გავიზარდე და არ მინდა ვინმეს გრძნობებს ტკივილი მივაყენო, ვერ ვბედავ. სადილის შემთხვევაშიც ასეა. ორკაციანი მაგიდა მირჩევნია ხალხით სავსე ოთახს.
რომელია საუკეთესო ადგილი სიყვარულით დასაკავებლად?
ჩემი საწოლი. მანდ ჩემი ცხოვრების გატარება შემიძლია, მაგრამ ეს არ გამოვა. თუმცა შაბათობით თითქმის მთელ ჩემს დროს იქ ვატარებ. ჩემს ლეპტოპში ვმუშაობ, რამდენიმე ზარს ვანხორციელებ, ჩემს ძაღლთან ერთად ვთვლემ, ტელევიზორს ვუყურებ. ჩემი საწოლი სრულყოფილი ადგილია. ეს ალბათ მოსაწყენად ჟღერს, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ შესაძლოა კონსერვატორული გამოვჩნდი.
რა ფერია შენი თეთრეული?
თეთრი, თუმცა ოთხმოცდაათიანებში შავი იყო.
რომელია ყველაზე ეროტიული სურნელი?
რომელიც რიჩარდის კისერს ასდის.
პორნოს უყურებ?
ყოველთვის. ინტერნეტში მისი მოძიება უფასოდ არის შესაძლებელი და შეგიძლია ზუსტად ის ნახო, რაც შენს განწყობას შეესაბამება. ბევრს ვმოგზაურობ და ზოგჯერ ვერ ვიძინებ, მარტო ვარ, ამიტომ პორნოგრაფიულ ფილმს ვრთავ, სწრაფად ვმასტურბირებ და სინათლესავით ვქრები.
საკუთარ თავს მაცდურად თვლი?
როცა საჭიროა შემიძლია ვიყო. კიდევ ერთხელ ვიტყვი, სიტყვა ცდუნება ჩემთვის არაფერ ბუნებრივთან არ ასოცირდება. ის სასურველი რაღაცის მისაღებად გადგება. ასე რომ დიახ, იმის მისაღებად რაც მინდა შემიძლია ცდუნება. ეს ჩემი სამუშაოს ნაწილიც არის. მაგალითისთვის, ასე ვიქცევი და ჟურნალისტები ჩემზე კარგ შეფასებებს წერენ.
აღწერე რას ხედავ სარკეში.
საკუთარ თავს ზუსტად ისე ვუყურებ, როგორც ჟაკეტს, ქურთუკს თუ ფოტოს. კრიტიკული ვარ. ძალიან ობიექტურად ვაკვირდები საკუთარ თავს და ვცდილობ გამოვარკვიო რისი გაუმჯობესება შემიძლია. საკუთარ თავს ვეუბნები, ჰმმმ, გასულ ღამეს უფრო ადრე უნდა დამეძინა, თვალებს ქვემოთ შესიება მეტყობა ან წონაში ცოტა უნდა დავიკლო. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ საკუთარი თავის ყურებისას არასდროს ვფიქრობ „მიმზიდველი ხარ.“