Super Bowl ახლოვდება და მსოფლიოს ცნობილი კომპანიებიც სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის შექმნილი რკლამების პრემეირებს წარმოდგვიდგენენ. Super Bowl-ის სარეკლამო რგოლები ყოველთვის გამოირჩევა კრეატიულობით. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ეს ვიდეოები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს არის ის, რომ მათში ბევრი ვარსკვლავი სრულიად მოულოდნელ ამპლუაში ჩნდება. ამჯერად, ინტერნეტის ჰიტად  Cadillac-ის მიერ შექმნილი საიმიჯო ვიდეო იქცა, რომელიც ტიმ ბარტონის ცნობილი ფილმის Edward Scissorhands-ის გაგრძელების ერთგვარი ინტერპრეტაციაა. ცნობილმა ავტომწარმოებელმა 90-იანების გამორჩეული კინოსურათი რეკლამად აქცია, მთავარ როლში კი, ტიმოთი შალამე წარმოგვიდგინა – ახალგაზრდა მსახიობმა ჯონი დეპის საკულტო გმირის შვილის როლი მოირგო. ვიდეოში შალამეს პარტნიორობას ვაინონა რაიდერი უწევს.