Fédération de la Haute Couture et de la Mode პარიზის მოდის კვირეულის ახალი წევრების სიას აქვეყნებს.

მომავალი სეზონისთვის პარიზის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში ხუთი სხვადასხვა ქვეყნიდან ათი ახალი სახელი იქნება წარმოდგენილი. მათ შორის შევხვდებით უკვე ყველასათვის კარგად ნაცნობ უელს ბონერს, სტერლინგ რუბის S.R STUDIO LA. CA. – ს და გაბრიელა ჰარსტს.

თუმცა ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოდური ღონისძიების ოფიციალურ კალენდარში ქართული ბრენდის მოხვედრაა. პარიზის მოდის კვირეულის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის ფარგლებში ირაკლი რუსაძე თავისი ბრენდის, სიტუაციონისტის, ახალი კოლექციის ჩვენებას გამართავს.

კვირეული 28 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება და მოიცავს როგორც ფიზიკურ, ისე ციფრულ ღონისძიებებს. ოფიციალური განრიგი სრულად ჯერ არ გავრცელებულა. როგორც FHCM იუწყება, ის სექტემბრის პირველ კვირას გამოქვეყნდება.

პარიზის მოდის კვირეულის ახალი წევრი ბრენდების სრული სია:

AMI (საფრანგეთი), CECILIE BAHNSEN (დანია), ENFANTS RICHES DEPRIMES (ამერიკა), ESTER MANAS (საფრანგეთი), GABRIELA HEARST (ამერიკა), MOSSI (საფრანგეთი), SITUATIONIST (საქართველო), S.R STUDIO LA. CA. (ამერიკა), VEJAS (საფრანგეთი), WALES BONNER (ბრიტანეთი).