ჩვენი ანარეკლი შეიძლება გახდეს ყველაფერი, რასაც ვფლობთ და მოვიხმართ. ყველას გვაქვს გარკვეული სტილი, რომლითაც საკუთარ თავს გამოვხატავთ და გვინდა, რომ ყველა ჩვენი სხვადასხვა დანიშნულების პირადი მოხმარების საგანი ამ სტილს შეესაბამებოდეს. ისეთი საჭირო და ფუნქციონალური ნივთიც კი, როგორიც საბავშვო ეტლია, რომლის უმთავრესი დანიშნულებაც ბავშვის მარტივი და უსაფრთხო გადაადგილებაა, შეიძლება საკუთარი გემოვნებიდან გამომდინარე შევარჩიოთ.
თუ თქვენ უპირატესობას ელეგანტურ სტილს ანიჭებთ, მაშინ საბავშვო ეტლის შერჩევისას აუცილებლად დახვეწილ დიზაინს ამჯობინებთ, რა თქმა უნდა, ამ ფუნქციონალური „აქსესუარის“ უპირველესი დანიშნულების გათვალისწინებით.
Mima არის ახალშობილის პრემიუმ ბრენდი, რომელიც დახვეწილ დიზაინს ხარისხთან, თანამედროვე სტილთან და კომფორტთან აერთიანებს.
მაგალისთვის, საბავშვო ეტლის ლეგენდარული ბრენდის, Mima Xari – ის, ერთ-ერთი მოდელი განვიხილოთ, რომელიც გარდა იმისა, რომ ელეგანტურობით გამოირჩევა, ძალიან პრაქტიკული და მოქნილია. მისი უნიკალური, დამახასიათებელი დიზაინი და რეტრო სტილი არაფერში აგერევათ – ყავისფერი გლუვი ზედაპირის მარჯნისფერ დეტალებთან შერწყმა მოდელს განსაკუთრებულ ვიზუალს ანიჭებს და ამ პროდუქტის მაღალ მოთხოვნას განაპირობებს.
დიზაინი და ფუნქციონალურობა გამოარჩევს Mima Zigi – ის მსუბუქ ეტლსაც, რომელიც მარტივად იკეცება და საკმაოდ კომპაქტურია. მას დაცვის ხუთი წერტილოვანი ღვედი გააჩნია და ამორტიზატორებზე სწრაფი და ინოვაციური ბორბლები აქვს მიმაგრებული. მისი დარეგულირება გადასაადგილებელი სახელურის საშუალებით ყველა სიმაღლეზეა შესაძლებელი.
მიმას ბავშვის ეტლებით არაერთი ცნობილი ადამიანი გამოჩენილა საჯარო სივრცეებში, მათ შორის ვხდებით რეალითი შოუს ვარსკვლავებს და ინფლუენსერებს.
განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება მიმას ეტლს კი მაშინ მოჰყვა, როდესაც ელენ დეჯენერესმა თავის შოუში მსახიობ ეშტონ კაჩერს ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებით ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური საბავშვო ეტლი აჩუქა.
ამბობენ, რომ არ არსებობს ცნება – იდეალური საბავშვო ეტლი. მშობლები სრულყოფილების ძიებას უნდა მორჩნენ და ამდენ განსხვავებულ ვარიანტში ის ერთი უნდა შეარჩიონ, რომელიც საუკეთესოდ ერგება თავიანთ ინდივიდუალურ შემთხვევას და არსებულ საჭიროებებს მაქსიმალურად აკმაყოფილებს. ბაზარზე უამრავი შემოთავაზებაა, თუმცა უმაღლეს სტანდარტებს ერთეულები ერგება, სწორედ მათ შორის არის მიმას საბავშვო ეტლებიც.
ისეთი პოპულარული ბრენდი, როგორიც არის Mima, ცხადია, ქართველი მომხმარებლის ყურადღებასაც იპყრობს. საქართველოში მსოფლიო წამყვანი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია არსებობს. CHIC BEBE მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქტთან ერთად, სრულყოფლ მომსახურებას სთავაზობს.
CHIC BEBE – ს მიერ შემოთავაზებული სრული პროდუქციის დასათვალიერებლად ეწვიეთ მითითებულ ბმულებს: