მაღალი მოდის ერთ-ერთმა ფავორიტმა გოგომ, ები ლი კერშოუმ, AnOther Magazine-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ძირითადად თავის სამსახიობო კარიერაზე ისაუბრა. ინტერვიუში ები ლი თავის სამოდელო კარიერასაც შეეხო და ახსნა, თუ რატომ არ იყენებს სოციალურ ქსელებს. ები ლი კერშოუ 31 წლის, ავსტრალიელი მოდელი და მსახიობია. მან 2007 წელს სამოდელო სააგენტო ნექსთან გააფორმა კონტრაქტი და ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. მისი დებიუტი 2008 წელს ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე შედგა და ჯამში 29 ჩვენებაზე გაიარა, ხოლო მილანის მოდის კვირეულზე გუჩის ექსკლუზივი გახდა. მაღალ მოდაში საკმაოდ წარმატებულად მოღვაწეობდა, მაგრამ 2014 წლიდან მსახიობობა გადაწყვიტა. 2015 წელს კი მონაწილეობა მიიღო Mad Max: Fury Road, Gods of Egypt-სა და The Neon Demon-ში. ახლა კი მთავარ როლშია ფილმში Elizabeth Harvest. იხილეთ ები ლის ინტერვიუდან საინტერესო ნაწყვეტები:
AM: უნივერსალური ადამიანი ხარ: მოდელობა, მსახიობობა, მუსიკა, მხატვრობა (ები ლი აბსტრაქტულ სტილში ხატავს და ბრუკლინში დაარსებულ ბენდში Our Mountain იყო) ყოველთვის გინდოდა საკუთარი თავი კრეატიულად გამოგეხატა?
ები ლი: მთელი ცხოვრების განმავლობაში განსხვავებულ გზებს ვეძებდი ჩემი სურვილების გამოსახატად. საკუთარი თავი ვცადე მუსიკაში, სამოდელო სფეროში, მხატვრობაში, წერაში. გარკვეულ ადგილამდე მივდიოდი, მაგრამ სულ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც მაკლდა. როდესაც მსახიობობა აღმოვაჩინე, ვთქვი: ‘’Fuck! ეს ზუსტად ის არის, რასაც ვეძებდი’’. ვიგრძენი, მასში ყველაფრის ჩადება შემეძლო, ჩემი არსების თითოეული ნაწილის. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ასე უნდა მოვიქცე. ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.

Photography Chris Lensz
AM: ამ მომეტისთვის კრეატიულად კმაყოფილი ჩანხარ
ები ლი: ღმერთო ჩემო, ყველანაირად. როდესაც მოდელი ვიყავი, ვფიქრობდი, მოწყენილობისგან მოვკვდებოდი. ჩემი გონება იმდენად გააუმჯობესა. მიყვარს კვლევის ის პროცესი, რომელიც როლის მორგებასა და კასტინგებს უკავშირდება… და კითხვას! ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ კითხვა ასე მიყვარდა. ჩემი გონება მუდმივად ცეცხლშია გახვეული. იმდენი აღარ მძინავს, როგორც ადრე, მაგრამ მთლიანობაში, მიყვარს ჩემი საქმე.

AM: მოდელობას რა მხრივ შეადარებდი?
ები ლი: არ შეედრებიან. ვიცი რთული იქნება ამ შეკითხვას თავი ავარიდიო, რადგან დიდი ხნის განმავლობაში მოდელობით ვიყავი დაკავებული, მოდელობა ყოველთვის ჩემი არსების ნაწილი იქნება, მაგრამ ისე არ ყოფილა თითქოს მოდელიდან პირდაპირ მსახიობი გავხდი: მათ შორის არანაირი კავშირი არ არის. სულ სხვადასხვა რამეა. სამოდელო სფეროში, მანეკენის როლი გაქ, სხვისი შემოქმედებაა განთავსებული შენზე. რა თქმა უნდა, მოდელობაც შემოქმედებითია. უნდა იცოდე როგორ ჩაიცვა, როგორ იმოძრაო, როგორი კავშირი უნდა გქონდეს შენს სხეულთან. მსახიობის ამპლუაში, მიწევს კომუნიკაცია და სხვისი გამოცდილების გაზიარება ჩემი საკუთარი ხმითა და სხეულით. სამოდელო სფეროში კომუნიკაცია არ არის. როგორც მოდელს დუმილი გიწევს, რაც ჩემთვის სულშემხუთველია, უბრალოდ ვფიქრობ, რომ სათქმელი ბევრად მეტი მაქ.
Photography Chris Lensz, Styling Rebecca Perlmutar Photography Chris Lensz, Styling Rebecca Perlmutar
AM: შენი თანატოლებისგან განსხვავებით სოციალურ ქსელებში აქტიური არ ხარ, რატომ?
ები ლი: არ ვთვლი, რომ სოციალური ქსელები კარგია და არც იმას ვფიქრობ, რომ ვინც იყენებს მათზე დადებითად მოქმედებს. ჯერ ისეთი ადამიანი არ მინახავს, რომელიც ინსტაგრამზეა და თბილი, დადებითი გრძნობა ჰქონდეს. ვფიქრობ, ადამიანები თავს საშინლად გრძნობენ, როდესაც სოციალურ ქსელებს შეჰყურებენ. ერთხანს ვფიქრობდი, რომ მართლა კარგი საშუალება იყო გაზიარებისთვის, მაგრამ ახლა ასე აღარ მეჩვენება. ხანდახან თავი კონსერვატიული დინოზავრი ან რაღაც მსგავსი მგონია, როცა ამ თემაზე ვსაუბრობ, მაგრამ ვთვლი, რომ ადამიანებმა კავშირი მეტად უნდა შევინარჩუნოთ. ძალიან დავიღალე იმ ადამიანებით, რომლებიც ყოველთვის მობილურს იღებენ. მაშინაც როდესაც თავიანთ მობილურებს არ უყურებენ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ყველა მათგანს მაინც უნდა ახლოს ჰქონდეთ ეს მოწყობილობები. გრძნობ, როგორ უნდათ თავიანთ მობილურებს დახედონ. იმედია, არსებობს მეამბოხე. იმედი მაქვს, რომ ჩვენი შემდეგი თაობა თავიანთ მობილურებს მოისვრის და დაიწყებს, არ ვიცი, იქნებ წერას თავიდან.

Abbey Lee is wearing a blazer by Celine. Top by Bottega Veneta. Her own jewellery