იანვარში ვირჯილ აბლომ Louis Vuitton-ის 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის მამაკაცების კოლექცია მაიკლ ჯექსონს მიუძღვნა. კოლექციაში ჯექსონით შთაგონებული არაერთი სამოსი იყო წარმოდგენილი და ვირჯილის გაცნხადებით, მას ამ კოლექციით სურდა აღენიშნა მაიკლის ადამიანური მხარე და ამგვარად პატივი მიეგო მისთვის. დიზაინერის განცხადებით, მაიკლის ადამიანიური მხარე კოლექციის მთავარი ნაწილია, ხოლო ის როგორც, კაცი, მითი და იმიჯი კოლექციის ფონია.

Louis Vuitton შემოდგომა/ზამთარი 2019

მას შემდეგ რაც HBO-ს 4 საათიანი დოკუმენტური ფილმი „Leaving Neverland” გამოვიდა, სადაც უეიდ რობსონი და ჯიმი სეიფჩაკი ყვებიან ბავშვობაში მაიკლთან სექსუალური კავშირის შესახებ, ვირჯილმა კოლექციიდან ამოიღო მაიკლთან დაკავშირებული ყველა მოდელი და განაცხადა, რომ მისი სურვილი იყო, ყურადღება გაემხავილებინა მაიკლზე, რომელიც მისი აზრით მიღებული იყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მის კარგ მხარეზე, მისი როგორც ჰუმანიტარის მხარეზე. WWD-ისთან საუბრისას აბლომ განაცხადა: “ჩემთვის ცნობილია, რომ დოკუმენტრი ფილმის შემდეგ შოუმ საზოგადოებაში ემოციური რეაქციები გამოიწვია. მე მკაცრად ვეწინააღმდეგები ბავშვზე ძალადობის ნებისმიერ ფორმას, ძალადობასა და ნებსიმიერი ადამიანის უფლებების დარღვევას.”

მაიკლ ჯექსონი და უეიდ რობსონი

მინდა ცოტა ვისაუბრო ამ დოკუმენტურ ფილმთან და, ზოგადად, ჯექსონის ირგვლივ წლების მანძილზე არსებულ ამ სკანდალთან დაკავშირებით. გულახდიალდ გითხრათ, მიზეზი, რატომაც ვწერ ამ სტატიას, არის ის რომ უამრავი კითხვა მაქვს, უამრავი ეჭვი მაქვს ორივე მხარის მიმართ და ძალიან მიკვირს, როგორ შეუძლია ხალხს ასე ერთი ფილმით ასეთი ჩამოყალიბებული შეხედულების მიღება, რომ ჯექსონი დამნაშავეა და პედოფილი იყო და ყველაფერი რასაც ის ორი ადამიანი ყვება უპირობო ჭეშმარიტებაა, როდესაც მხოლოდ მათი მონაყოლი არსებობს და სხვა არანაირი მტკიცებულება და ეს ყველაფერი იმ ფონზე, რომ ამ საქმეში ძალიან დიდი ფული ტრიალებს.

პირველ რიგში, ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რატომ უნდა ატარებდეს ზრდასრული ადამიანი ამდენ დროს ბავშვებთან ერთად. კიდევ უფრო გაუგებარია, რატომ უნდა აძლევდეს ზრდასრული მშობელი შვილს უცხო მამაკაცთან ერთად ღამე დარჩენის უფლებას კვირების და თვეების განმავლობაში.

მაიკლ ჯექსონი და ჯიმი სეიფჩაკი

ჯექსონის მიმართ მსგავსი ბრალდებები პირველად 1993 წელს გაისმა, როდესაც 13 წლის ბიჭის ჯორდან ნეილ „ჯორდი“ ჩენდლერის მამამ ივან ჩენდლერმა მომღერალს უჩივლა მის შვილზე სექსუალური ძალადობის გამო. ძიების პროცესში ამოღებული იქნა ივან ჩენდლერის სატელეფონო საუბარი: “არანაირი მიზეზი არ არსებობდა, რომ ჯექსონს ჩემთან დარეკვა შეეწყვიტა… ყველაზე ბინძური ნაბიჭვარი ავიყვანე, რომლის პოვნაც შემეძლო (ჩენდლერის ადვოკატი ბარი როთმენი), მხოლოდ ის უნდა, რომ ეს ყველაფერი საჯარო გახადოს რაც შეიძლება მალე, რაც შეიძლება ფართოდ და რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეარცხვინოს. ის საშინელი, ბოროტი, ჭკვიანი და პოპულარობას დახარბებულია. ყველაფერი კონკრეტული გეგმის მიხედვით მიდის, რომელიც მე არ მეკუთვნის. როგორც კი მას დავურეკავ, ის მის თვალსაწიერში მყოფ ყველა ადამიანს გაანადგურებს ყველაზე უნამუსო, საშინელი და ბოროტი მეთოდებით. ჯექსონი ბოროტი ადამიანია, ამაზე უარესის ღირსია და ამის მტკიცებულებაც მაქვს. თუ ამაზე წავალ, ნამდვილად მოვიგებ. შანსი არ არის, რომ წავაგო. ყველაფერს მივიღებ რაც მინდა და ისინი სამუდამოდ განადგურდებიან… მაიკლის კარიერა დასრულდება.“ ამავე საუბარში ივანს ეკითხებიან, თუ როგორ გავლენას მოახდენს ეს მის შვილზე, რაზეც უპასუხა: „ეს მე არ მეხება… ხოცვა-ჟლეტა იქნება, თუ იმას ვერ მივიღებ, რაც მინდა. გაცილებით დიდი, ვიდრე ყველა ჩვენგანი ერთად აღებული… ეს კაცი (ჯექსონი) წარმოუდგენლად დამცირებული იქნება… ერთ ჩანაწერსაც კი ვეღარ გაყიდის.“. გამოძიების მსვლელობისას ჩენდლერის ეს სიტყვები მაიკლის სასარგებლოდ იქნა გამოყენებული და საქმე დაიხურა ჯექსონის გამართლებით.

სკანდალის მეორე ტალღა 2003 წელს დაიწყო, როდესაც ეთერში გავიდა მაიკლის ნებართვით 2002 წელს გადაიღებული დოკუმენტური ფილმი, სადაც ბრიტანელი ჟურნალისტი მარტინ ბაშირი თითქმის მუდმივად დაჰყვებოდა მომღერალს. ფილმში ჩანს, რომ მაიკლი ბავშვთან ერთად ხელჩაკიდებული დადის და საუბრობს მასთან ერთად დაძინებაზე, ფილმის გაშვების შემდეგ ბავშვმა და დედამისმა ჯექსონი დაადანაშაულა ბავშვთან არასწორ ქმედებაში და მაიკლი დააკავეს, პოლიციამ მომღერლის საცხოვრებელი „Neverland” გაჩხრიკა. მაიკლმა უარყო ბრალდებები და განაცხადა რომ „sleepover” არანაირ სექსუალურ კავშირს არ გულისხმობდა. 2016 წელს Radar Online-მა გამოაქვეყნა 2003 წელს მაიკლის სახლის ჩხრეკის შედეგები, სადაც, მათი თქმით ამოღებული იყო საბავშვო პორნოგრაფია. ამ საკითხთან დაკავშირებულ 2005 წელს გამართულ სასამართლოზე მაიკლი ყველა ბრალდებაში გაამართლეს. როგორც დოკუმენტური ფილმიდანაც იგებთ ამავე სასამართლო პროცესზე, უეიდ რობსონი უარყოფდა მომღერალთან ყველანაირ სექსუალურ კავშირს და მისი და მაკოლეი კალკინის ჩვენებებმა დიდი როლი ითამაშა მაიკლის გამართლებაში. მისი თქმით, ამ პერიოდში ის არ გრძნობდა ტრავმას ამ კავშირიდან. მიჩნდება ერთი ლოგიკური კითხვა, გასაგებია რომ შეიძლება ტრავმა ჯერ არ იყო მისთვის ხილვადი, მაგრამ თუ მათ შორის რაიმე მოხდა წლების წინ და ამან ტრავმა მიაყენა თუ არ მიაყენა, 23 წლის ზრდასრულმა ბიჭმა არ იცოდა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში პედოფილიასთან ჰქონდა საქმე და პედოფილია დანაშაული იყო ?

მაიკლი და უეიდ რობსონი, უეიდის ოჯახთან ერთად

ჩემთვის საეჭვოა კიდევ ის ფაქტი, რომ მათი თქმით, ჯექსონმა ტელეფონზე დაურეკათ და სთხოვათ, მის სასარგებლოდ ჩვენება მიეცათ. ვერ წარმომიდგენია მაიკლი, რომელიც პედოფილიის სკანდალში იყო გახვეული 2005 წელს ამდენად დაუფიქრებელი იყო, რომ თავის ორ მსხვერპლს დაურეკავდა ტელეფონზე და ჩვენების მიცემას მოსთხოვდა, 100%-ით დარწმუნებული იმაში, რომ პასუხად რაიმე ისეთს არ ეტყოდნენ, რაც მის მიმართ არსებულ ბრალდებებს კიდევ უფრო გაამყარებდა და ეს ყველაფერი მაშინ, როცა დიდი ალბათობით, მისი და მის ირგვლივ მყოფი ადამიანების ტელეფონები ისმინებოდა.

რეალურად, ჯექსონს არაერთი ბრალდებიდან ვერც ერთი ვერ დაუმტკიცეს. 2003 წელს დაწყებულ სკანდალს დოკუმენტური ფილმის შესახებ, რომელიც 2002 წელს გადაიღეს, ემატება ერთი საინტერესო ფაქტი. 2002 წელს მაიკლმა ფანებს განუცხადა, რომ Sony Music-თან თანამშრომლობას წყვეტდა და დამოუკიდებელი არტისტი ხდებოდა, რაც მისი თქმით Sony Music-ს არ აწყობდა, რადგან წლების მანძილზე მაიკლმა კომპანიას მილიარდობით მოგება მოუტანა და თან კომპანიის 50%-ის მფლობელი იყო. მომღერალმა მაშინ ისიც ახსენა, რომ იმის გამო, რომ “ენთერთეინერი” იყო, კომპანიას არ ეგონა, რომ ოდესმე ჭკუით აჯობებდა, რომ Sony Music ძალიან გაბრაზებული იყო და ეცდებოდა მისი კარიერისთვის ზიანის მიყენებას და დაამატა, რომ ტომი მოტოლა (Sony Music-ს მმართველი) ბოროტი ადამიანი იყო.

მაიკლი და ჯიმი სეიფჩაკი 1988 წელს ლონდონში

ფანებთან ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე მაიკლმა თქვა, რომ მუსიკალური ინდუსტრია ცნობილ ადმაიანებს იყენებს, რომ მედია მანიპულირებს ახალი ამბებით და ისტორიით, რომ ყველაფერი, რაც მის ირგვლივ მოხდა, ძალოვანი სტრუქტურების შეთქმულების შედეგია: ბრალდებები მის მიმართ, რომ ჰომოსექსუალი იყო, რომ პედოფილი იყო, რომ კანს ითეთრებდა და ა.შ. 2009 წელს მაიკლის სიკვდილს ბევრი აჟიოტაჟი მოჰყვა და საზოგადოების დიდი ნაწილი ისევ ფიქრობს, რომ მაიკლი ინდუსტრიის ზემოთ მდგომმა ხალხმა მოკლა, რადგან, ასე რომ ვთქვათ, ზედმეტად ბევრი იცოდა. მომღერლის დამ, ლატოიამ, ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, რომ მაიკლი მოკლეს, რომ მუსიკალური ინდუსტრიის ზევით მდგომმა ხალხმა მოკლა. ლატოიას თქმით, სიკვდილამდე რამოდენიმე თვით ადრე მაიკლი მუდმივად უმეორებდა „მომკლავენ, ვიცი, რომ ძალიან მალე აუცილებლად მომკლავენ“.

სკანდალს, რა თქმა უნდა ცნობილი ადამიანებიც გამოეხმაურნენ. აარონ კარტერმა TMZ-სთან ინტერვიუში თქვა, რომ არ შეუძლია ამ ყველაფრის დაჯერება, რადგან მისი მაიკლთან ურთერთობა მეგობრული და ძალიან თბილი იყო. უეიდსა და ჯეიმსს კი უსაყვედურა, თუ რატომ არ ამოიღეს ხმა მაშინ, როდესაც ჯექსონი ცოცხალი იყო, რატომ იცავდნენ სასამართლოზე მაშინ, როდესაც პედოფილიაში დაადანაშაულეს და რატომ ლაპარაკობენ ამ ყველაფერს მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ, როცა სოცოცხლეში უკანალზე კოცნიდნენ და ზურგს უმაგრებდნენ. კარტერის თქმით, უეიდი უსამართლოდ ცდილობს მისი სახელის ამ საქმეში გარევას და ისიც დაამატა, რომ ამ ყვეალფრის სანაცვლოდ რობსონსა და სეიფჩაკს ფულს უხდიან და თავადაც ექვსჯერ შესთავაზეს ფულის სანაცვლოდ ინტერვიუს მიცემა, თუმცა უარი თქვა.

ბარბარა სტრეიზენდის თქმით, მაიკლის სექსუალური მოთხოვნილებები მისი სექსუალური მოთხოვნილებებია, რომლებიც მისი ბავშვობიდან ან DNA-დან მოდის, რობსონი და სეიფჩაკი თავადვე ამბობენ, რომ თავის დროზე აღფრთოვანებულები იყვნენ მაიკლის გვერდით ყოფნით. რომ ახლა დაქორწინებულები არიან, შვილები ჰყავთ და ამ სექსუალურ კავშირს ისინი არ მოუკლავს. ბარბარას ამ განცხადებამ კრიტიკა გამოიწვია და მომღერალმა ბოდიში მოიხადა. სტივი უონდერმა თქვა, რომ მაიკლი მკვდარია და იმედი აქვს, ის კვლავ იქნება შთაგონების წყარო უამრავი ბავშვისა და ადამიანისთვის.

მაიკლი ნიკ და აარონ კარტერებთან ერთად

ბარბარას განცხადება ცოტა არ იყოს მაშფოთებს. რას ნიშნავს მისი სექსუალური მოთხოვნილებები მისი სექსუალური მოთხოვნილებებია, როდესაც პედოფილიაზეა საუბარი ? მსგავსი კომენტარები შემხვდა, მაშფოთებს იმიტომ, რომ თითქოს პედოფილიის ნორმად მიღების მცდელობას აქვს ადგილი. მსგავსი საკითხებისთვის ყოველთვის დიდ, პატივსაცემ ადამიანებს იყენებენ, რომ თითქოს ვერ შეძლო მისი ნიჭის და შემოქმედების უარყოფა და შეეგუო აზრს, რომ ადამიანის სექსუალური მოთხოვნილებას, რაც არ უდნა იყოს ის, არ აქვს კავშირი მის კარიერასა და მიღწევებზე. ოვერტონის ფანჯრის ტიპური მაგალითია.

მეორეს მხრივ შემაშფოთებელი ამ სკანდალში ის არის, რომ თუ რაიმე განსხვავებული მოსაზრება გაქვს, ე.ი. ჩაქოლვას იმსახურებ და უნდა გაკრიტიკონ მანამ სანამ არ დაეთანხმები, რომ ფილმში სრული სიმართლეა გადმოცემული. როგორც თავიდანვე აღვნიშნე, მეც მაქვს რაღაც ეჭვები მაიკლის მიმართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რასაც ფილმში ყვებიან ბრმად დავიჯერო და კითხვები არ დავსვა, რადგან ეჭვები მეორე მხარის მიმართაც მაქვს. რატომ ცდილობენ ასე აქტიურად ამ ამბის მხოლოდ ერთი მხარის მერ მოყოლილი ისტორიის ხალხისთვის დაჯერებას ? რელურად დოკუმენტურ ფილმში ახალი არაფერი თქმულა. წლების მანძილზე ისმოდა მაიკლის მიმართ ეს ბრალდებები და უცებ 2019 წელს უპირობოდ რატომ უნდა დავიჯეროთ ეს ყველაფერი ყველანაირი მტკიცებულების გარეშე ?

მაიკლი და უეიდ რობსონი

რაში სჭირდება HBO-ს ფილმის გადაღება საკითხზე, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ ყოფილა განხილვის საგანი, არასდროს დამტკიცებულა, მაიკლის სიცოცხლეშიც კი ხელჩასაჭიდი ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიპოვეს. ამას დამატებული ის ფაქტი, რომ სანდენსის კინოფესტივალის ფარგლებში ხდება ფილმის პრემიერა. გასაგებია, რომ მსხვერპლები არიან და აქვთ ყველანაირი უფლება ხმა აიმაღლონ, თუმცა ჩემთვის უცნაურია, როგორ შეიძლება ამხელა ტელევიზიამ დააფინანსოს ფილმი, რომელიც მხოლოდ ორი ადამიანის მონაყოლს ეფუძნება და ადამიანს ბრალი დასდონ ამხელა დანაშაულში მითუმეტეს მაშინ, როდესაც ბრალდებული ცოცხალი აღარ არის და ვერანაირად ვერ შევძლებთ მეორე მხარის ისტორიის მოსმენას. ფილმის რეჟისორის, დენ რიდის იმედი აქვს, ფილმი ხალხს მეტ ინფორმაციას მიაწვდის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ფსიქოლოგიის შესახებ. რომ მოძალადესა და ბავშვს შორის იქმნება კავშირი, რომელიც წლებს უძლებს და ამიტომაც მხოლოდ რამოდენიმე ათწლეულის შემდეგ ახერხებს მსხვერპლი ისტორიის მოყოლას.

მაიკლი და ჯიმი სეიფჩაკი

შეიძლება ჩემს მიერ დასმული კითხვები, ისეთ შთაბეჭდილებას ჰქმნის, რომ ვცდილობ მაიკლი გავამართლო. ფაქტია, რომ ჩემი ეჭვების უმეტესობა მაიკლის მიმართ არ არის და, ვფიქრობ, საფუძვლიანადაც. რატომ არის დენ რიდი ასე დარწმუნებული, რომ მისი დოკუმენტური ფილმი სრული სიმართლეა და ყველანირ მტკიცებულების გარეშე რატომ გავიძულებენ დავიჯეროთ რასაც ყვებიან ? რატომ გვაიძულებენ მსოფლიოში, რომელიც ვითომ სიტყვის თავისუფლებას ემხრობა, მხოლოდ ის ვიფიქროთ, რაც მათ უნდათ მაშინაც კი, როდესაც საკმარის მტკიცებულებებს ვერ პოულობენ ?