42 წლის სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჩენი მშობლიურ ბრაზილიაში წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა. ბრაზილიური ბრენდის, Vivara-ს 60 წლისთავის აღსანიშნავ საღამოზე ჟიზელს ბრაზილიელი დიზაინერის, Reinaldo Lourenço-ს ოქროსფერი კაბა ეცვა.
ეს ჟიზელის პირველი საჯარო გამოჩენაა მას შემდეგ, რაც სუპერმოდელმა და ამერიკული ფეხბურთის ლეგენდამ, ტომ ბრეიდიმ 13 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორების შესახებ გაავრცელეს განცხადება.
ოქროსფერი კაბის ლუქს ჟიზელმა ოქროსფერი კლაჩი და ღია ფეხსაცმელი შეუხამა, რაც მშვენიერი ინსპირაციაა საახალწლო ღონისძიებებისთვის.