ჟან-ლუკ გოდარი ფრანგული კინემატოგრაფიის „ახალი ტალღის” პიონერია, თანამოაზრეებთან ერთად გასული საუკუნის 60-იან წლებში მან ნამდვილი რევოლუცია მოაწყო და როგორც მოგვიანებით დაიწყეს ამაზე საუბარი, მან „გაათავისუფლა“ კინო.

Pierrot Le Fou

60-იანებში სულ რამდენიმე ფილმით გოდარმა შექმნა ესთეტიკა, რომელმაც შემდგომში განსაზღვრა მთელი ათწლეული. მისი მთავარი გმირები რეალურ ცხოვრებაში საკუთარი მუზები და პარტნიორები იყვნენ, მაგალითად, მეუღლე ანა კარინა.

Une femme est une femme

პირველი ფილმი ანა კარინას მონაწილეობით იყო „ქალი არის ქალი“ 1961 წელს. თუმცა მისი უფრო მნიშვნელოვანი როლები იყო ფილმებში:ბალენსიაგას და ნიკოლა ჟესქიერის 15 წლიანი ფენომენალური თანამშრომლობა იწყება მაშინ, როცა ოდესღაც ბრწყინვალე კუტიურ ბრენდი აღარავის ახსოვს, ახალგაზრდა დიზაინერი კი თავის სფეროში ჯერ არაფერს წარმოადგენს. „შეშლილი პიერო“ და „ალფავილი“ 1965 წელს. ანა „ფრანგული შიქის“ იდეალური მაგალითია. მისი ვარცხნილობა და ჩაცმის სტილი დღესაც მოიაზრება პარიზელი ქალის უნიფორმად და თანამედროვე ინტერპრეტაციითაც ისეთივე ახალია, როგორიც გოდარის კამერით გადმოცემული.

Une femme est une femme
Alphaville
Une femme est une femme

გოდარის ახალი ტალღის პირველი მუზა მაინც იყო ჯინ სიბერგი ფილმში  „ბოლო ამოსუნთქვაზე“. ეს ფილმი უდაოდ ყველაზე მნიშვნელოვანია მის შემოქმედებაში. ჯინს ამ ფილმისთვის მოკლე ვარცხნილობა აქვს, ისეთივე, როგორიც ტვიგის. ეს ფილმი იყო მაუწყებელი იმისა, რომ წესები იცვლებოდა როგორც კინემატოგრაფიაში, ისე სილამაზის სტანდარტებში. ანიტა ეკბერგს და მარტინ კეროლის მდიდრულ სილამაზეს შეჩვეული თვალისთვის ახლა, ორმოცდაათზე მეტი წლის შემდეგაც ადვილი წარმოსადგენია, თუ რამდენად ახალი და უცხო იყო უნდა ყოფილიყო სიბერგის დიდ ეკრანზე მთავარი გმირის როლში ნახვა.

à bout de souffle
à bout de souffle
à bout de souffle

ბრიჯიტ ბარდო გოდარის მუზებისგან ყველაზე განსხვავებულია. ბრიჯიტი 50-იანებშიც უკვე ცნობილი მსახიობი იყო, ამიტომაც 50-იანების ესთეტიკასთან ახლოსაა, მაგრამ სწორედ შემდგომ ათწლეულში შედგა როგორც ეპოქალური მსახიობი. რომ არა ბრიჯიტის გამბედაობა, შესაძლოა, ახალი ტალღის ფილმები სულაც არ გამოსულიყო ისეთი რევოლუციური, როგორიც საბოლოოდ გამოვიდა.  მიუხედავად იმისა, რომ ბრიჯიტი გოდარის მხოლოდ ერთ ფილმში თამაშობს (თუ არ ჩავთვლით ეპიზოდურ გამოჩენას ფილმში „მამაკაცური ქალური“), მისი პერსონაჟის სტილი ფილმში „ზიზღი“ ნამდვილად საკულტო და განმსაზღვრელია, რაც ახლა, ათწლეულების შემდეგ ისევე რელევანტურია, როგორც მაშინ, 60-იან წლებში.  

Le Mépris
Le Mépris
Le Mépris
Tags :