Launchmetrics-მა მოდის კვირეულების შემდეგ ტრადიციულად გამოაქვეყნა ტოპ ბრენდების და სელებრითების სტატისტიკა. 2021 წლის შემოდგომაზე გამართულ ღონისძიებას სოციალური ქსელებსა და მედიაში საერთო ჯამში 241.4$ ღირებულების გავლენა ჰქონდა, ხოლო წელს მხოლოდ 208.9$. აქედან, 136.3$ გამომუშავებულია სოციალურ ქსელებში, 75.2$ კი სხვა მედიია საშუალებებში.
პარიზში თითქმის სრულად ფიზიკურ ფორმატში დაბრუნებულ მოდის კვირეულს უამრავი ვარსკვლავი ეწვია, მათ შორის იყვნენ კიმ კარდაშიანი, ჯისუ, რიანა, ანა ტეილორ-ჯოი და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ორსული რიანას გამოჩენამ სოციალურ ქსელებში უდიდესი გამოხმაურება გამოიწვია, ყველაზე შემოსავლიანი მაინც BLACKPINK-ის ჯისუს ინსტაგრამ პოსტი გახდა. დიორის ჩვენებაზე გადაღებულმა ფოტომ სოციალურ ქსელში 5 მილიონზე მეტი ლაიქი და 7.2$ დოლარი გამოიმუშავა. ბელა ჰადიდი ყველაზე გავლენიანი ინფლუენსერი გახდა – 7.5$ გამომუშავებითა და სხვადასხვა მედია გამოცემებში 1828-ჯერ მოხსენიებით.
რაც შეეხება ბრენდებს, ტოპ 5 ბრენდი გამოიყურება ასე: Dior, Balenciaga, Chanel, Off-White, Louis Vuitton.