ბალენსიაგას ჩვენებამდე 5 დღით ადრე დემნა გვასალია WWD – ს ესაუბრა. სიახლეს წარმოადგენს ბალენსიაგაში პრე-კოლექციების გაუქმება და სეზონების ცვლილება. ცნობილი ხდება, რომ გაზაფხული/ზაფხულის, შემოდგომა/ზამთარის და პრე-კოლექციების ნაცვლად, ბალენსიაგა წარადგენს 2 დიდ კოლექციას, რომელიც დაყოფილი იქნება, როგორც ზამთარი/გაზაფხული და ზაფხული/შემოდგომა. ამ მოდელით დემნა ბალენსიაგას პირველ ჩვენებას 3 მარტს გამართავს.

„3 თვე კოლექციის შესაქმნელად? ყველამ იცის,რომ ეს პრობლემაა. ხალხი გადაიწვა, შემოქმედები გაგიჟდნენ. გავიაზრე,რომ ასე გაგრძელება აღარ შემიძლია, რადგან შემოქმედებითი პროცესის მიმართ უპატივცემულობაც არის. სეზონები ძალიან აბსტრაქტულია. გაზაფხულის კოლექციაში ბეწვის ქურთუკს მთხოვენ.“ -დემნა გვასალია.


„ჩვეულებრივი იაფასიანი პროდუქტი ხდება ძვირადღირებული მაღალი მოდის ნაწილი,“ დემნას ესთეტიკის განუყოფელი ნაწილია. ამ მხრივ მისი ყველაზე ცნობილი პროდუქტებია ბალენსიაგას IKEA -ს ზედა და ვეტმანის DHLის მაისური. გვასალიას მუშაობის ეს სტილი იმდენად მიღებული გახდა, რომ სასამართლო დავებს თავადაც არ ელოდა. 2018 წელს ბალენსიაგას ნიუ-იორკის სუვენირების და მანქანის ჰაერის გამწმენდმა კომპანიებმა უჩივლეს. მნიშვნელოვანი შედეგი ვერცერთმა მიიღო, სარჩელები უკან გაიხმეს და დავის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტაზე დათანხმდნენ.

„ეს დიდი სიტყვაა,რომელსაც ყველა ატრიალებს, მაგრამ სინამდვილეში არავინ იცის საიდან დაიწყო და რატომ. და დემნა არ არის ის, ვინც მოდაში მითვისება (სხვისი საკუთრების გამოყენება) წამოიწყო.”

დემნას თქმით, ფრანგი ხელოვანი მარსელ დუშამპი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ხელოვნებაში მუშაობის ეს მეთოდი დანერგა. „მე აღმოვაჩინე დუშამპი საკუთარი თავის, როგორც დიზაინერის აღმოჩენით, რადგან ეს ხსნის ჩემი მუშაობის სტილს,” ამბობს გვასალია, რომელიც თვლის, რომ მომხმარებლისთვის ძალიან კარგად ნაცნობი ნივთების ღირებულ პროდუქტად გარდაქმნა ხელოვნების ერთ-ერთი მიმართულებაა და არა მითვისება.

(Humour in the Work of Marcel Duchamp)

შეუხედავი კედები ბოლო 2 წლის ყველაზე დიდი ტრენდია, რომელზე პასუხისმგებელიც სწორედ დემნაა. Triple S მოდელი თითქმის მსოფლიო ფენომენად იქცა. 2018 წლის ყველაზე მოთხოვნადი ( Lyst Index-ის მიხედვით) მოდური პროდუქტი გვასალიას ბალენსიაგას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია.

„პროპორციებზე სავარჯიშო იყო და არა ხრიკი იმის წარმოსაჩენად, თუ როგორი არის, ან არ არის შეუხედავი ფეხსაცმელი.”

ქართველი დიზაინერი შეეხო მოდელების ეთნიკური და რასობრივი მრავალფეროვნების საკითხსაც. ბალენსიაგას და ვეტმანის პირველ ჩვენებებში, დემნას მოდელების სრულად თეთრკანიანი შემადგენლობა ჰყავდა, რაზეც კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. „მე შეცდომებზე ვსწავლობ, კარგი გაკვეთილი იყო. დიდ ბრენდში (ხელმძღვანელად) მუშაობის გამოცდილება არ მქონდა და ამიტომ ვერ გავიაზრე, მაგრამ დღეს მე ყველაზე მრავალფეროვანი მოდელები მყავს და ამით ვამაყობ!” აღნიშნავს ის.

კითხვები არსებობდა ბალენსიაგას ინსტაგრამის გარშემოც. ვინ არიან ეს ადამიანები? ინფლუენსერები ნამდვილად არა, მაგრამ თუ თქვენ ბალენსიაგას ინსტაგრამს ადევნებთ თვალს, ამას თავადაც მიხვდებოდით.

„ისინი მოყვარულები არიან პატარა აუდიტორიით. არ მინდოდა ბალენსიაგა ინსტაგრამის ბრენდს, ან კორკოპორაციული მოდის ბრენდს დამსგავსებოდა. ვფიქრობდი, რომ უცნობი პიროვნების ინსტაგრამის მსგავსი ყოფილიყო.”

https://www.instagram.com/p/BtgTDA7ndnO/