მერლინ მონრო ერთ-ერთი ის მსახიობია, რომელმაც კინოში განსაკუთრებული კვალი დატოვა. ხანმოკლე კარიერის მიუხედავად, მისი პერსონა კინოს, მოდის, ფოტოგრაფიის, სილამაზის, თუ სარეკლამო ინდუსტრიისათვის შთაგონების წყაროდ იქცა.
ეკრანზე თუ მის მიღმა, მონროს ვიზუალი და იმიჯი სტილის შეგრძნების ერთგვარ განსაზღვრებადაც ჩამოყალიბდა. ის არაერთხელ მოხვდა ცნობილი ფოტოგრაფების ობიექტივში, თუმცა, ეს უნიკალური ფოტო კრებული მის ყოველდღიურობას და ხასიათს ყველაზე კარგად ასახავს.