დიზაინერებიმსოფლიო

კოპირება თუ გავლენა?!

André Courrèges 1970 / TOM FORD Spring 2015.

წარმოიდგინეთ მუსიკოსი, რომელსაც სმენა არ აქვს, ფოტოგრაფი, რომელსაც ხედვა არ გააჩნია, რეჟისორი, რომლის წარმოსახვის უნარიც შეზღუდულია, მხატვარი, რომელსაც თავის ნახატში განცდების გადმოცემა არ შეუძლია, მსახიობი, რომელიც საკუთარ თავს ახალ პერსონაჟად ვერ აქცევს. ისინი პირობითად უწოდებენ თავიანთ თავებს მუსიკოსს, ფოტოგრაფს, რეჟისორს, მხატვარს, მსახიობს რეალურად კი ახლოსაც ვერ მივლენ იმათთან, ამ წოდებებს რომ საფუძვლიანად ერგებიან. ასევეა ჩამოუყალიბებელი დიზაიერის შემთხვევაშიც. თუ მოდის დიზაინერთა ჯგუფს ცალკეულ კატეგორიებად დავყოფთ, მაგალითად: ნოვატორები, გამორჩეული ხედვის მქონეები, განსხვავებული ესთეტიკის დამნერგავები, მუშაობის უნიკალური მეთოდების მფლობელები, გარკვეული ტექნიკით ცნობილები და ა.შ. სავარაუდოა, რომ ყველაზე დაბალ საფეხურზე სწორედ ჩამოუყალიბებლები მოექცევიან. რა თქმა უნდა, ჩამოყალიბებას დამწყები დიზაინერისთვის დრო სჭირდება და შეუძლებელი არ არის უფრო მაღალ საფეხურზე ასვლა, მაგრამ ისინი ვინც მაღლა ასვლას დროის სვლასთან ერთად ვერ ახერხებენ, ესე იგი პირობითად წოდებული დიზაინერები არიან.

ერთია გქონდეს სხვისი გავლენა და მეორეა სხვისი შემოქმედებით იკვებებოდე. გადააკოპირო სხვისი იდეა იმიტომ რომ შენს ხედვას მოარგე და საკუთარ იდეას შეუსაბამე განსხვავდება უბრალოდ გადაკოპირებისგან, როცა ამის არავითარი მოტივი არ გაგაჩნია გარდა იმისა, რომ საზოგადოებას, როგორც „დიზაინერმა“ რაღაც უნდა ანახო, პროდუქტი გაყიდო. სხვისი ნამუშევრის დაკოპირება, ცუდ დიზაინერად არ გაქცევს. ამ სფეროში შენზე უფრო მეტად სხვა ფაქტორები მეტყველებენ. თუ სხვის იდეას უთავსებ შენს პიროვნებას ან რაიმე თემას, რის წარმოჩენასაც შენი კოლექციით ცდილობ, მაშინ მისი გამოყენება არაფერს გაკლებს.

სხვა ბრენდში მოღვაწე შემოქმედებითი ხელმძღვანელისთვის სასურველია მის დეენემს მოერგოს, მაგრამ როგორ გააკეთებს ამას, თავის სათქმელსაც იტყვის თუ მხოლოდ მოდის სახლის ძველი კოდების წარმოჩენაზე იზრუნებს ესაა მთავარი, ჩამოუყალიბებელი დიდი ალბათობით მეორე ვარიანტზე შეაჩერებს არჩევანს.

თუ ჯულიენ დოსენა პაკო რაბანისთვის ვერცხლისფერ კაბებს ქმნის და მეტალს იყენებს, ეს აშკარად გვაფიქრებინებს, რომ ის ბრენდის შემქნელთან კავშირის დამყარებას ცდილობს, მაგრამ კაბების განსხვავებული დიზაინი თავად ჯულიენსაც გვაჩვენებს. ფიბი ფაილოს სელინისთვის შექმნილ თითოეულ კოლექციაში არაერთი ნაკლებად ცნობილი დიზაინერის შემოქმედება იყრის თავს, მაგრამ ვერავინ უწოდებს ფიბის ჩამოუყალიბებელს და ვერავინ იტყვის, რომ სხვისგან რაღაც დეტალებს ამიტომ იღებს. სხვისი იდეები ფიბისას მხოლოდ სრულყოფს.

Capucci შემოდგომა 2003 / CÉLINE გაზაფხული 2017.

როგორც კრიტიკოსმა, ქეითი ჰორინმა, წლების წინ თქვა, რომ არა ჰელმუტ ლენგი არ იქნებოდა რაფ სიმონსი, ამით ჰელმუტის გავლენაზე მიანიშნა რაფზე, ხაზი გაუსვა იმას, თუ რა როლი ითამაშა ლენგმა სიმონსის ჩამოყალიბებაზე, მაგრამ იმას არ გულისხმობდა, რომ რაფი ჩამოუყალიბებელი იყო და ჰელმუტის კოლექციებით საზრდოობდა. მარტინ მარჯიელას უდიდესი გავლენა აქვს დემნა გვასალიაზე, იმდენად დიდი, რომ წარმოდგენაც კი ძნელია თუ რა სახე ექნებოდა დემნას კოლექციებს რომ არა მარტინის მემკვიდრეობა. მაგრამ დემნას შემოქმედებაში მისი პიროვნება არ იკარგება და პირველ რიგში მაინც დემნას ხედავ. ოთხივე მათგანი უპირისპირდება ჩამოუყალიბებელი დიზაინერების სახეებს.

იოჯი იამამოტო, დიზაინერი, რომელიც თავად არის ინდივიდუალიზმის მწვერვალი, რომელიც ყოველ სეზონზე თავის სათქმელს ამბობს, ახალგაზრდებს ეუბნება, რომ სხვისი იდეების კოპირება მისაღებია და ეს შეიძლება მათ ჩამოყალიბებაში, საკუთარი თავის პოვნაში დაეხმაროს:

“ახალგაზრდებს რეალურად ჯერ კიდევ არ აქვთ ინდივიდუალობა თუ საკმარისი ძალა. ამიტომ ვეტყვი, რომ შეუძლიათ გადააკოპირონ ის, ვინც ძალიან მოსწონთ. გადააკოპირეთ და აკოპირეთ იქამდე, სანამ კოპირების ბოლოს საკუთარ თავებს იპოვიდეთ.”

რა თქმა უნდა, სხვისი იდეების გამოყენება ყველა შემთხვევაში გამართლებული ვერ იქნება. არავითარი ფასი არ გააჩნია იმ დიზაინერის ნამუშევარს, რომელსაც საკუთარი თავი ვერ უპოვია და ხან ვის შემოქმედებაზე ზის და ხან ვისაზე, უმეტეს შემთხვევაში, ის ვერც მომენტის ტენდენციებს უვლის გვერდს, მაგრამ ეს ფაქტი ნაკლებად მნიშვნელოვანია. თუმცა ყოველ სეზონზე მხოლოდ აქტუალური ტრენდების წარმოჩენაზე ზრუნვაც დიზაინერს მაღალ საფეხურს არ მიგაკუთვნებს.

ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი შეაქვს ფესვებსაც. იაპონელებმა და ბელგიელებმა სრულიად განსხვავებული დამოკიდებულებითა და მიდგომით ამ სფეროში გადატრიალება მოახდინეს. მნიშვნელობა აქვს ადგილსაც, სადაც მოღვაწეობ. ამ მომენტში ყველაზე ექსპერიმენტულ და მრავალფეროვან ჩვენებებს ლონდონი გვთავაზობს. ლონდონში მართლა ცდილობენ იყვნენ ავთენტურები, ორიგინალურები, ჩამოიყალიბონ ხედვა და აკეთონ რაღაც ახალი. შეიძლება ზოგს ეს არასერიოზულად გამოსდის, ზოგსაც ზედმეტი მცდელობა ეტყობა, მაგრამ სწორედ ამ ქალაქიდან დაიწყეს გალიანომ და მაკქუინმაც, ორმა შემოქმედებითმა გენიოსმა, რომელთა სახელებსაც არც ამ ქალაქში და არც დედამიწის სხვა ნებისმიერ წერტილში არასდროს დაივიწყებენ. შეიძლება ლონდონი არ არის მოდის დედაქალაქი, არც იმ დონის მოდას ვადევნებთ თვალს, როგორსაც მილანსა და პარიზში, მაგრამ ყველაზე დიდი მოლოდინი, რომ ახალი სერიოზული ტალანტი გამოჩნდება სწორედ აქ არის, როგორც უკვე მოხდა, თანაც არაერთხელ. დამწყებ დიზაინერებს ლონდონი ყველაზე მარტივად სთავაზობს შანს, სხვა მნიშვნელოვან ქალაქებს შორის. თუკი ნიუ-იორკში პოდიუმზე განსხვავებულ ადამიანებს ვხედავთ, ლონდონი განსხვავებულ კოლექციები გვაჩვენებს და ამ მხრივ არასდროსაა მოსაწყენი. ლონდონის უპირატესობა სხვა ქალაქებთან შედარებით ის არის, რომ შანს გაძლევს, ყველაზე დიდ მოტივაციას იძლევა იპოვო საკუთარი თავი, ხელს გიწყობს ჩამოყალიბებაში. 

ავტორებისგანმსოფლიო