დაახლოებით ერთი თვის წინ, საერთაშორისო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიმ კარდაშიანი და ქანიე ვესტი შორდებოდნენ. როგორც აღმოჩნდა, ეს სიმართლეა – კიმმა განქორწინების მოთხოვნით, ოფიციალურად მიმართა სასამართლოს და შესაბამისი განაცხადიც შეავსო. ჯერჯერობით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია. თუმცა შეგახსენებთ, რომ წყვილის ურთიერთობაზე სოციალური მედია ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში აქტიურად საუბროდა. მაშინ ვესტმა ტვიტერზე დაწერა რომ, კიმთან განქორწინებას ცდილობდა. მოგვიანებით ქანიემ ტვიტი წაშალა. ამის შემდეგ კიმმა, სოციალური მედიის მეშვეობით თქვა, რომ ქანიეს ბიპოლარული აშლილობის გამო, მასთან თანაცხოვრება ზოგჯერ საკმაოდ რთული იყო.
კარდაშიანი და ვესტი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილია. ისინი ერთად 2012 წლიდან არიან. 2014 წელს, ქანიემ და კიმმა იტალიაში იქორწინეს. წყვილს 4 შვილი ჰყავს.