კიმ კარდაშიანის ბრენდი Skims 2021 წლის ოლიმპიურ თამაშებზე შეერთებული შტატების ათლეტების ნაკრებთან ითანამშრომლებს. ამის შესახებ ცნობები თავად ბრენდის დამფუძნებელმა გაავრცელა სოციალური მედიის მეშვეობით. Skims ამერიკელი ქალი ათლეტებისაათვის შექმნის საცვლებს, რომლებსაც სპორტსმენები ეროვნული ფორმების შიგნით ჩაიცვამენ.
ამაყი ვარ, რომ შეერთებული შტატების ოლიმპიური ნაკრების გუნდთან ვთანამშრომლობ. ეს სპორტსმენი ქალები ბევრი გოგოსათვის მაგალითის მიმცემი და მისაბაძი მაგალითია, მათ შორის ჩემი ქალიშვილებისთვისაც. ქალი ათლეტები ამტკიცებენ, რომ შეუძლებელი არაფერია, თუკი, თავდაუზოგავად იმუშავებ. ჩვენი ბრენდის იდეაც ეს არის – დავეხმაროთ ქალებს, რომ საკუთარი თავის ირწმუნონ. ტოკიოს ოლიმპიური და პარაოლიმპიურ8 თამაშების ფარგლებში შეერთებული შტატების გუნდთან თანამშრომლობა სწორედ ამ გზავნილის კიდევ უფრო მასშტაბურად გავრცელებაში დაგვეხმარება. – აღნიშნა კიმ კარდაშიანმა
აღსანიშნავია, რომ Skims-ის ოლიმპიური ხაზი რიგითი მომხმარებლებისათვისაც იქნება ხელმისაწვდომი – მოდელები 2021 წლის ივლისიდან ონლაინ გაიყიდება. აღსანიშნავია, რომ დროსთან ერთად სპორტი და მოდა ერთმანეთთან დაახლოებას ცდილობს. ამის ნათელი მაგალითია ბრენდების სტრატეგია, როდესაც ისინი სახედ, ან ამბასადორად სპორტსმენებს ირჩევენ. დროსთან ერთად, შეიცვალა ოლიმპიური ნაკრების ფორმების დიზაინიც და ისინი მეტად რელევანტური გახდა ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა სპორტული აქტივობისათვის – მაგალითად სპორტდარბაზში ვარჯიშისათვის. Skims-თან გაფორმებული ეს თანამშრომლობაც, შესაძლოა სპორტული ინდუსტრიის მხრიდან ერთ-ერთ კარგად გათვლილ მარკეტინგულ ნაბიჯად ჩაითვალოს.
ცნობადობასთან ერთად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს Skims-ის ინკლუზიურობის პოლიტიკაც. კიმ კარდაშიანის ბრენდი ორიენტირებულია, შექმნას მოდელები და სასურველი დიზაინის საცვლები განსხვავებული ფორმების, პარამეტრების, კანის ფერისა და ცხოვრების სტილის მომხმარებლისათვის.