Halloween-ის ვიქენდი ის დროა, როცა ცნობილი ადამიანები საგანგებოდ შერჩეული კოსტიუმებით პოზირებენ და სოციალურ მედიაში საკმაოდ შთამბეჭდავი ტრანსფორმაციის ამსახველ ფოტოებს ავრცელებენ.
წელს, ამ მხრივ, განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო კაილი ჯენერმა, რომელმაც ჟან პოლ გოტიეს კოსტიუმში გამოწყობილმა, ჰორორის ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო და დამახასიათებელი პერსონაჟი განასახიერა. მთლიანი იმიჯის ვიზუალიც და მისი ამსახველი ფოტოსესიაც შთაგონებულია 1935 წლის ცნობილი კლასიკური საშინელებათა ჟანრის ფილმით, სახელწოდებით – Bride of Frankenstein.