2019 წლის აგვისტოში, ამერიკული ვოგის გარეკანზე მომღერალი არიანა გრანდე თავის ძაღლთან ერთად დაიბეჭდა. ინტერნეტში ძაღლის სახე ვირუსულად გავრცელდა და უამრავი მიმის წყარო გახდა. ვირუსული მიმების ლოგიკურად ახსნა ხშირად შუძლებელია, თუმცა ფაქტია, რომ ძაღლმა მომღერალზე არანაკლები ყურადღება დაიმსახურა. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს სულაც არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც შინაური ცხოველი, უფრო კონკრეტულად კი ძაღლი, მოდის ბიბლიის გარეკანზე ვიხილეთ. გავიხსენოთ Vogue-ის 5 გარეკანი, რომლებსაც ვარსკვლავებთან ერთად, მათი ოთხფეხა მეგობრებიც ამშვენებენ.


Vogue (ამერიკა) აგვისტო 2019

არიანა გრანდე

Vogue (ბრიტანეთი) ნოემბერი 1989

ტატიანა პატიცი

Vogue (ბრიტანეთი) აგვისტო 2014

ვიქტორია ბექჰემი

Vogue (ამერიკა) დეკემბერი 2000

ჟიზელ ბუნდჩენი

Vogue (იტალია) სექტემბერი 2010

მირანდა კერი