ამერიკელი მხატვარი, ავანგარდისტი კინოხელოვანი, პოპ არტის წამყვანი ფიგურა – ენდი უორჰოლი ის არტისტია, რომელიც თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ ლეგენდარულ სიმბოლოდ მიიჩნევა.
უორჰოლი 1928 წელს პიტსბურგში, სლოვაკი ემიგრანტის ოჯახში დაიბადა. სკოლის შემდეგ, სწავლა კარნეგის ტექნოლოგიების ინსტიტუტში გააგრძელა. 1949 წელს ნიუ იორკში გადავიდა, სადაც ჟურნალების ილუსტრატორად და სარეკლამო ბანერების მხატვრად მუშაობდა.

უორჰოლმა განსაკუთრებულ წარმატებას მე-20 საუკუნის 60-იან წლებში მიაღწია. ამ პერიოდიდან ის ერთგვარ არტ ექსპერიმენტს იწყებს. უორჰოლმა შემოქმედება მასობრივი წარმოების სარეკლამო პროდუქტს დაუკავშირა. სწორედ ამ დროს, არტისტი ცნობილი ხდება სავაჭრო პროდუქტების მისეული შეფუთვა-გაფორმებებით. 1960-იანი წლების დასაწყისში, შექნმა დიზაიანი Coca-Cola-ს ქილისთვის, რამაც დიდი პოპულორობა მოუტანა. თანამედროვე სახელოვნებო წრეებში უორჰოლი განსხავებული ხედვის მქონე ხელოვანად კიდევ ერთხელ აღიარეს. 1960-1962 წლებში Campbell’s-ის სუპის ქილების დიზაინი წარადგინა, რომელიც შემდგომში მის ერთგვარ სავიზიტო ბარათადაც იქცა.
უორჰოლმა წაშალა ზღვარი კომერციულ რეკლამასა და ნამდვილ ხელოვნებას შირის, ამ მიდგომამ ენდი კრიტიკოსების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედაც აქცია. უორჰოლს არ ადარდებდა კრიტიკული დამოკიდებულება – ის აგრძელებდა ექსპერიმენტების ჩატარებას, მის გარშემო ატეხილი ხმაური კი მხოლოდ ზრდიდა არტისტის პოპულარობას.

1962 წლიდან, უორჰოლი ცნობილი ადამიანების პორტრეტების ფოტოებისაგან პოპ არტების გაკეთებას იწყებს, მის ნამუშევრებს შორისაა მერლინ მონროს, ელიზაბეთ ტეილორის, ელვის პრესლის, ჯონ კენედის და სხვა ცნობილი ადამიანების პორტრეტები.

უორჰოლის შემოქმედებითი ბიოგრაფიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია არტ სტუდია The Factory, რომელიც ენდიმ 1964 წელს ნიუ იორკში გახსნა. სტუდია, როგორც კონცეპტუალური სივრცე, მალევე იქცა იმდროინდელი სახელოვნებო წრეების ერთ-ერთ მთავარ თავშეყრის ადგილად – ეს იყო ადგილი, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთმანეთს გამოცდილებას, იდეებს უზიარებდნენ, ამ სტუდიაში არაერთი კოლაბორაციაც დაიბადა. საბოლოოდ, The Factory-მ სოციალურ-კულტურული ჰაბის სტატუსი შეიძინა. ის ერთდროულად იყო გალერეა, სამუშაო სტუდია, ინსტალაციების და სხვადასხვა ვიდეო არტის საპრეზენტაციო დაწესებულება. აქ გატარებულმა წლებმა უორჰოლის კრეატიულ ინტერესებს კიდევ უფრო მეტი გასაქანი მისცა – ის დაინტერესდა რეჟისურით, ექსპერიმენტული ფილმებით. ამავე პერიოდს და ამ სივრცეს უკავშირდება არტისტის თანამშრომლობა იმდროინდლ პოპულარულ როკ ჯგუფ The Velvet Underground-თან.
The Factory-ში გადაღებული კადრები გასული საუკუნის 60-იანი წლების ფოტოგრაფიის აქრივისათვის მნიშვნელოვანი მასალაა – ის გვაჩვენებს ნიუ იორკის იმ სახეს, რომელიც ბევრისათვის საოცნებო და მიუწვდომელი იყო, როგორც ყოველდღიურობის მიღმა არსებული პარალელური სამყარო.







