საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კიმ კარდაშიანი და ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტი ქანიე ვესტი 6 წლიანი ქორწინების შემდეგ, ოფიციალურად შორდებიან. როგორც გამოცმა People იუწყება, კარდაშიანმა ჰოლივუდში ცნობილი ადვოკატი ლაურა ვასერი დაიქირავა და შესაბამისად, განქორწინება გარდაუვალია. კადაშიანის და ქანიე ვესტის ურთიერთობაზე სოციალური მედია ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში აქტიურად საუბროდა, როცა ვესტმა ტვიტერზე დაწერა რომ, კიმთან განქორწინებას ცდილობდა. მოგვიანებით ქანიემ ტვიტი წაშალა. კიმ კარდაშიანი და ქანიე ვესტი ერთად 2012 წლიდან არიან, 2014 წელს, მათ იტალიაში იქორწინეს. წყვილს 4 შვილი ჰყავს.