17 წლის მომღერალი, ბილი აილიში გერმანული ბრენდის MCM 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კამპანიაში მონაწილეობს. ახალგაზრდა მომღერლისთვის ეს მეორე მოდური კამპანიაა, აილიში კელვინ კლაინის ჯინსებისა და საცვლების კოლექციას უწევდა რეკლამას.
კამპანიაში ბილი უნისექს, დიდი ზომის, სპორტულ სამოსშია გამოწყობილი. მისი პერსონალური სტილიც ამ სიტყვებით შეგვიძლია დავახასიათოთ.
“ჩემთვის ბილი ახალი თაობისთვის მისაბაძი მაგალითია, მიუხედავად იმისა, რომ მას ეს სიტყვა არ მოეწონებოდა. მინახავს მისი კონცერტები. ის ყოყმანის გარეშე ეუბნება თავის ფანებს, რომ საკუთარი თავები იყვნენ” – დირკ შონბერგერი, MCM-ის შემოქმედებითი ხელმძვანელი
“არ არის აუცილებელი იყო ბიჭი ან გოგო. არ არის აუცილებელი ამ სიტყვების შესაბამისი სამოსი გეცვას. შეგიძლია ყველაფერი იყო” – ბილი აილიში
კოლექცია MCM-ის ოფიცილურ საიტზე ამ თვეში ჩაეშვება. შონბერგერი MCM-ში 2018 წლის ოქტომბერში დაინიშნა, მანამდე კი რვა წლის განმავლობაში ადიდასის შემოქმედებითი ხელმძღვანელი იყო. ბრენდისთვის მის პირველ სრულ კოლექციას 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე ვიხილავთ.
17 წლის ბილი აილიში პოპულარული სადებიუტო სიმღერით “Ocean Eyes”-ით გახდა. მის პირველმა სტუდიო ალბომმა “WHEN WE ALL FALL ASLEEP, WHERE DO WE GO?” გამოსვლისთანავე პირველივე ადგილი დაიკავა ბილბორდის ყველაზე პოპულარული ალბომების სიაში.