“ზოგი ამბობს, რომ ქალთმოძულე ვარ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. პირიქით, ვცდილობ ქალები ლიდერებად წარმოვაჩინო. ვხედავდი როგორი რთული იყო დედაჩემისთვის ჩვენზე ზრუნვა, მე კი ქალებისადმი პატივისცემის გამოხატვას და მათი სიძლიერის აღნიშნვას ვცდილობ.”

“სამოსი და სამკაული გასაოცარი, ინდივიდუალური უნდა იყოს. როცა ქალს ჩემს სამოსში ხედავ, მასზე მეტის გაგება გინდება. ჩემთვის ეს განასხვავებს კარგ დიზაინერებს ცუდი დიზაინერებისგან.”

“ტანსაცმელს იმიტომ ვქმნი, რომ არ მინდა ქალები სუსტები და გულუბრყვილოები ჩანდნენ… მინდა, რომ უფრო ძლიერებად გამოიყურებოდნენ… არ მომწონს, როცა ქალებს იყენებენ… არ მომწონს მამაკაცები ქუჩაში ქალებს რომ უსტვენენ. მგონია, რომ ისინი მეტ პატივისცემას იმსახურებენ. მომწონს კაცები, რომლებიც ქალებთან დისტანციას ინარჩუნებენ. მინახავს ქალი, რომელიც ქმარს სიკვდილამდე უცემია. ვიცი რა არის ქალთმოძულეობა… მინდა ხალხს ეშინოდეს ქალების, რომლებსაც მე ვაცმევ.”
