2021 წლის მეტ გალაზე ამერიკელი მუსიკოსი ბილი აილიში ოსკარ დე ლა რენტას კაბით წარსდგა, რამაც ბრენდის პოპულარობა საგრძნობლად გაზარდა. თუმცა ბილიმ ბრენდს ულტიმატუმი წაუყენა, ის მათ კაბას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოირგებდა, თუ ბრენდი ნატურალური ბეწვის გაყიდვას შეწყვეტდა, რასაც ბრენდი, რა თქმა უნდა, დათანხმდა.
Billie Eilish at the Met Gala in Oscar de la Renta / Evan Agostini/Invision/AP
ახლა მდგრადობის მიმართულებით ნიუ-იორკში დაფუძნებული მოდის სახლი კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს დგამს – ოსკარ დე ლა რენტას ოფიციალურ საიტზე მალე ახალი პლატფორმა სახელად Encore ჩაეშვება, სადაც ბრენდი საკუთარ მეორად სამოსს გაყიდის. დე ლა რენტას წარმომადგენლები იმუშავებენ როგორც ვინტაჟის გადამყიდველებთან, ასევე მათ კერძო კლიენტებთანაც, რათა შეგროვდეს საინტერესო და უნიკალური კოლექცია.
მეორადი ნივთების ბაზარი ძალიან მალე იზრდება და სულ უფრო და უფრო მეტი ბრენდი უერთდება მსგავს ინიციატივებს. დღეისათვის უკვე 50-ზე მეტი კომპანიაა გადაყიდვის პროცესში ჩართული, მათ შორის: Burberry, Levi’s, H&M და Nordstrom.