21 თებერვალს პაპარაცებმა ბელა ჰადიდი ვერსაჩეს ოფისის დატოვებისას დააფიქსირეს. ტოპ მოდელს ქართველი დიზაინერის, ბესარიონის ფეხსაცმელი ეცვა, რომელიც 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან არის. ბესარიონმა კოლექცია თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულზე გასული წლის შემოდგომაზე წარადგინა.
გუშინ პაპარაცებმა ბელა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, ამჯერად ტოპ მოდელი პარიზშია და ისევ ბესარიონის ფეხსაცმელი აცვია.