ცხიმიანი კანი დერმატოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. კანის ცხიმოვანი ჯირკვლები ბუნებრივად გამოიმუშავებს გარკვეული რაოდენობის ცხიმს, თუმცა, როდესაც კანი საჭირო რაოდენობაზე მეტ ცხიმს გამოჰყობს, ეს უკვე პრობლემაა, როგორც ესთეტიკური თვალსაზრისით, ისე შეგრძნებების დონეზე.

ცხიმიანი კანის ამოცნობა მარტივია. თუ თქვენი სახის კანი პრიალებს, განსაკუთრებით ე.წ. T ზონაში (შუბლი, ცხვირი, ნიკაპი) ამასთან ერთად, ხშირად გაწუხებთ გამონაყარი, აკნე, ლაქები, ეს ნიშნავს, რომ თქვენ კომბინირებული, ცხიმიანობისკენ მიდრეკილი სახის კანი გაქვთ. პრობლემური სახის კანის მოვლას ართულებს ინტერნეტსა და საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული მითები. ხშირად მოისმენთ, რომ თუ ცხიმიანი სახის კანი გაქვს, ყოველდღიურად დამატენიანებელი კრემის გამოყენება საჭირო არ არის. ეს არ შეესაბამება სიმართლეს და მეტიც, დამატენიანებელ საშუალებაზე უარის ნაწილობრივ თქმაც კი, სერიოზულ ზიანს აყენებს სახის კანს.

ამ სტატიაში გიზიარებთ რჩევებს და პროდუქტებს Profbeauty-ის კატალოგიდან, რომლებიც დაგეხმარებათ ეფექტურად მოუაროთ ცხიმიან და პრობლემურ სახის კანს.

კანის მოვლის ინდუსტრიაში, სახის გაწმენდა რუტინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. Sothys-ის უნივერსალური გამწმენდი კრემი კანს ზედმეტი ცხიმისგან იმგვარად ასუფთავებს, რომ არ აზიანებს მის ბუნებრივ ბარიერს. ამავე ბრენდის გამწმენდი შრატი, რომლის ფორმულა სპეციალურად ცხიმიანი სახის კანისთვისაა შექმნილი, არეგულირებს ცხიმის გამოყოფას და ხელს უშლის გამონაყარის გაჩენას. Sothys-ის აღმდგენი ლოსიონი კი, რბილად წმენდს და ახალისებს სახის კანს.

წმენდის შემდეგი ეტაპია დატენიანება. Sothys-ის ცხიმიანი კანის კრემის მსუბუქი ტექსტურა მარტივად შეიწოვება კანში და ატენიანებს ცხიმიან კანს, ებრძვის გაფართოებულ ფორებს და ამცირებს პრობლემური კანის ვიზუალურ ნაკლოვანებებს. აქვე უნდა ითქვას, რომ თუ აქამდე ეს ბრენდი არ გამოგიყენებიათ, ახლა კარგი დროა Sothys-ის პროდუქციის დასატესტად, რადგან Profbeauty-ში, Sothys-ის კანის მოვლის საშუალებებზე, 80%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

ჭარბცხიმიანობის დასაბალანსებლად ასევე გირჩევთ Janssen Cosmetics-ის დამატენიანებელ კრემს, რომელიც ეფექტურად ასუფთავებს და ატენიანებს ფორებს, განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვისაც შავი წერილები აწუხებს. 111SKIN-ის ლაქების საწინააღმდეგო ბუსტერი გამოიყენება, როგორც გამონაყარის შემდგომ დატოვებული ლაქების სამკურნალოდ, ისე – პრევენციის მიზნით. მისი ეფექტური ფორმულა შექმნილია იმგვარად, რომ კანი გახადოს უფრო გლუვი და დატენიანებული.

Profbeauty უკვე 15 წელზე მეტია საქართველოში სილამაზისა და თავის მოვლის პრემიუმ ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორია. კომპანია ორიენტირებულია, ქართველ მომხმარებლებს შესთავაზოს ისეთი ბრენდები, რომლებიც დღეს ინდუსტრიაში ინოვაციური ფორმულებით ახალ სიტყვას ამბობენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ Profbeauty ყველა წარმოდგენილი ბრენდის ოფიციალური პარტნიორია, რაც თითოეული პროდუქტისა ავთენტურობისა და ხარისხის გარანტიას წარმოადგენს. სწორედ აქედან გამომდინარე გირჩევთ, რომ თუ ცხიმიანი ან პრობლემური სახის კანი გაწუხებთ, თქვენთვის არსებითად მნიშვნელოვანია კანის მოვლის რუტინაში შეიტანოთ ბრენდები და პროდუქტები, რომლებიც ეფექტურობისა და ხარისხის გარანტის იძლევა.