
2017 წელს, მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე ლუკა გუადანინოს ფილმი, Call Me by Your Name გამოვიდა. კინოსურათმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა, ჰოლივუდს კი ახალი ვარსკვლავი აღმოაჩენინა. ტიმოთი შალამეს სამსახიობო ოსტატობამ და გარეგნულმა შარმმა ყველა მოხიბლა და ასე იქცა ის თანამედროვე მსოფლიო კინოინდუსტრიის ახალი თაობის ყველაზე აქტუალურ მსახიობად.
წლების განმავლობაში, ტიმოთი შალამე სხვადასხვა ჟანრობრივი გემოვნების რეჟისორის ნამუშევარში გამოჩნდა. მისი სამსახიობო კარიერა მოიცავს თანამშრომლობას ისეთ საკულტო და ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ კინოხელოვანს, როგორებიც არიან: დენის ვილნევი (DUNE), ვუდი ალენი (A Rainy Day in New York), ვეს ანდერსონი (The French Dispatch) და ასე შემდეგ. თუმცა, ყველასათვის მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ მსახიობით მარტინ სკორსეზეც დაინტერესდა – ახლახან ინტერნეტში გადასაღები მოდენიდან კადრები გავრცელდა. ფოტოებზე ტიმოთი შალამე და სკორსეზე ერთად არიან აღბეჭდილი. ამჯერად საქმე არა კინოს, არამედ რეკლამის გადაღებას ეხება.

ტიმოთი შალამეს და სკორსეზეს თანამშრომლობის, შესაბამისად აღნიშნული რეკლამის შესახებ, ცნობილი ჯერჯერობით თითქმის არაფერია, თუმცა, რეჟისორის ხედვისა და ფილმოგრაფიის გათვალისწინებით, რეკლამაში შალამეს განსხვავებული დინამიკის შესრულებას ვიხილავთ.
მანამდე კი თვალი გადავავლოთ ტიმოთი შალამეს სხვადასხვა გამორჩეულ პერსონაჟს, რომლებიც მსახიობმა ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ხედვის რეჟისორის ფილმისათვის შექმნა:
Call Me by Your Name (2017), რეჟისორი – ლუკა გუადანინო

Hot Summer Nights (2017), რეჟისორი – ელაიჯა ბაინუმი

Lady Bird (2017), რეჟისორი – გრეტა გერვიგი

Beautiful Boy (2018), რეჟისორი – ფელიქს ვან გრონინგენი

The King (2019), რეჟისორი – დევიდ მაიქოდი

Little Women (2019), რეჟისორი – გრეტა გერვიგი

A Rainy Day in New York (2020), რეჟისორი – ვუდი ალენი

The French Dispatch (2021), რეჟისორი – ვეს ანდერსონი

DUNE (2021), რეჟისორი – დენის ვილნევი

Don’t Look Up (2021), რეჟისორი – ადამ მაკკეი

Bones and All (2022), რეჟისორი – ლუკა გუადანინო

Wonka (2023), რეჟისორი – პოლ კინგი
